Tuesday, June 16, 2015

კრიტიკა ევროპიდან - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი - ვალდის ზატლერსი

„ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, თქვენ საკმაოდ ძლიერი ერი ხართ,“ -  ვალდის ზატლერსი
 ევროპის კვირეულის ფარგლებში, დღე,  4 მაისს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდის ზატლერსი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ გამოწვევებზე - ნატოსა და საქართველოს, ევროკავშირსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე. შეხვედრას მასპინძლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა.
შეხვედრის დაწყებამდე ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მზად არის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს,იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ეხება ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციას - ნატოს.
დასაწყისში ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა ლატვიის ათწლიან ისტორიაზე, თუ როგორი იყო ქვეყნის მდგომარეობა, მანამ სანამ ის გახდებოდა ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ლატვიის მდგომარეობა - ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით, მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა. შემდეგ შეხვედრა გადაიზარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ყოფილი პრეზიდენტი შესაძლებლობისდაგვარად პასუხობდა სტუდენტების მხრიდან დასმულ საკმაოდ მწვავე და აქტუალურ კითხვებს. კითხვა-პასუხის პერიოდში პრეზიდენტი შეეხო რუსეთ-უკრაინის კრიზის და აღნიშნა რომ რთულია წინასწარ ითქვას რაიმე რუსეთ-უკრაინის სამომავლო ურთიერთობაზე, რადგან უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ მწვავე და სავალალოა. ყოფილი პრეზიდენტი ყოველი  პასუხის მონაკვეთში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა ბევრად წინ წაიწევს, როდესაც ის გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო, რაც სავარაუდოდ 6-7 წელიწადში განხორციელდება, - მანამდე კი აუცლებელია სტაბილური პოლიტიკის არსებობა, რათა საქართველო შეუერთდეს ზემოთხსენებულ ორგანიზაციებს, - განაცხადა ვალდის ზატლერმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველოს ყველაზე დიდი დაბრკოლება კანონის უზენაესობის საკითხთან მიმართბაში გააჩნია და რომ ამ შემაფერხებელ მდგომარეობას აუცილებლად საჭიროებს გაუმჯობესებას.
„ეს არის გზა, რომელიც თქვენ გაგხდით საკუთარ თავში დარწმუნებულ, გაბედულ და ძლიერ სახელმწიფოს,“- აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეხვედრა საკმაოდ ოპტიმალურ ნოტაზე დასრულდა. ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად, საქართველოს რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური მდომარეობისა ეს ქვეყანა მაინც
 უნდა იყოს ძლიერი და სტაბილური, რათა შეუერთდეს ევროკავშირისა თუ ნატოს. „ ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, თქვენ საკმაოდ ძლიერი  და შეუპოვარი ხალხი ხართ, რომელსაც ყოველთვის მხარს დაუჭერს ევროპის სახელმწიფოები და მათ შორის ლატვიაც,“ - განაცხადა ვალდის ზატლერმა
ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრა ქართველი სტუდენტებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. „მიუხედავად იმისა რომ ექს-პრეზიდენტს ყველაფერში არ ვეთანხმები, მაინც მგონია რომ მისი რჩევები ჩვენთვის, სტუდენტებისთვის საკმაოდ სასარგებლო და დამაფიქრებელია“ -  განაცხადა გლორია მჭედლიშვილმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა.

დასასრულს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორმა ვლადიმერ პაპვამ ლატვიის ყოფილ პრეზიდენტს სიმბოლურად მედალი გადასცა.



ჟურნალისტური ჩანაწერებიდან

No comments:

Post a Comment