პოლიტიკური პარტია ეს არის გარკვეული რაოდენობის ადამინთა გუნდი/ჯგუფი- ორგანიზაცია,რომლებსაც აერთიანებს ერთი პოლიტიკური იდეოლოგია და მიისწრფება, რათა მოიპოვონ პოლიტიკურიძალაუფლება.როგორც წესი დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს სხვადასხვა დასახელებისათუ იდეოლოგიების მქონე პოლიტიკური პარტიები, რომელთა არჩევა ხორციელდება საყოველთაოარჩევნების გზით და სწორედ არჩევნები განსაზღვრავს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამარჯვებასა და შესაბამისად საკანონმდებლოუფლების მოპოვებას.
ბრიტანეთში პოლიტიკურ პარტიათა იდეა ჯერ კიდევ მე-17საუკუნეში გაჩნდა. ეს იყო პოლიტიკური გაერთიანებები, ფრაქციები, რომლებიც უმეტესადატარებდნენ პოლიტიკურ პარტიათა ელემენტებს. ეს ორი ფრაქცია ერთმანეთს 1642-1651 წელსდაუპირისპირდა ინგლისის სამოქალაქო ომის პერიოში,ისინი პარლამენტარები (‘მრგვალთავიანები- roundhead)და როიალისტები (კავალერები- Cavaliers) იყვნენ.სწორედ პარლამენტარები და როიალისტები წარმოადგენენ ბრიტანეთის პირველპოლიტიკურ პარტიათა სახეს. პარლამენტარები მოითხოვდნენ აბსოლიტური მონარქიის კონსტიტუციურიმონარქიით ჩანაცვლებას და დაუპირისპირდნენ მეფე ჩარლზ პირველს. ამ უკანასკნელს კი მხარსუჭერდნენ როალისტები, თუმცა ისინი ამ ბრძოლაშიდამარცხდნენ.საბოლოოდ კი ტახტზე ადის ჩალზ მეორე, რასაც შემდგომში მოჰყვა ინგლისისრესპუბლიკად გამოცხადება 1649-1653 წლებში შემდგომში კი ოლივერ კრომველის პროტექტორატი.
ბრიტანეთის პოლიტიკურ პარტიათა რეალურ სახეს წარმოადგენენტორებისა და ვიგების პარტიები. ორივე პარტია 1678 წელს ჩამოყალიბდა. Whigs - ვიგები თავად სიტყვა შოტლანდიურ-გაელიკურია, რომელიცცხენის ქურდს ნიშნავს. ვიგები ემხრობოდნენ ინგლისში კონსტიტუციური მონარქიის არსებობასდა არა აბსოლუტიზმს. ვიგებს დაუპირისპირდა ტორების პარტია იმ მიზეზით, რომ მათ არ სურდათმეფე ჯეიმსი (ჯეიმს II da-VII)იორკის ჰერცოგის გამეფება, რომელიც იყო კათოლიკე. ტორი კი თავადტერმინი ირლანდიური წარმოშობისაა და პაპისტთა მოწინაარმდეგეებს ნიშნავს.
მიუხედავად ზემოთ აღნისნული ფაქტებისა ბრიტანეთის ისტორიულიწყაროები ამტკიცებენ რომ ვიგებისა და ტორების ე.წ. პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბება მხოლოდ 1784 წელს მოხდა. ტორების პარტიის პირველილიდერი, ახალგაზრდა გამოჩენილი ვილიამ პიტი გახლდათ. ტორები საჯაროდ იცავდნენ ქვეყნისჯენტრებისა და ვაჭართა ფენის ინტერესებს, ამასთანავე მხარს უჭერდნენ ადმინისტრაციულჯგუფებს. მაშინ როდესაც ამ პერიოდის ვიგების პარტია გამოხატავდა რელიგიური განხეთქილებისმომხრეთა ინტერესებს და მოითხოვდნენ საარჩევნო, ინდუსტრიულ თუ საპარლამენტო ცვლილებებს.მისი პირველი ლიდერი ჩარლზ ჯეიმს ფოქსი გახლდათ. ბრიტანეთის ისტორიაში მრავალი მონარქიხშირად მხარს უჭერდა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებს, ასე მაგალითად დედოფალიანა ტორიელი მონარქი იყო, რომელიც მხარს უჭერდა ანგლიკანურ ეკლესიას, ხოლო ჯორჯ I ჰანოვერი, რომელიც ანას შემდეგ ავიდა ბრიტანეთის ტახტზე ვიგების ინტერესებსგამოხატავთა. სწორედ ამ პრინციპით წარსულში, ხან ერთი პარტია მოიპოვებდა ჰეგემონს ხან მეორე.
ტორებისა და ვიგების პარტია შემდგომში რეფორმირდა როგორც:კონსერვატორები და ლიბერალები. კონსერვატორები მხარს უჭერენ კერძო საკუთრებისა და საწამოოუფლებების განვითარებას, ამასთანავე ისინი ტრადიციებისა და ტრადიციული ინსტიტუტებისშენარჩუნები მომხრენი არიან. შემდეგ კი 1900 წელს სოციალური საკითხების აქტუალურობამდა წარმოების განვითარებამ, ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პარტიის ლეიბორისტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, 1922 წლიდან კი ლეიბორისტები კონსერვანტების მთავარიოპონენტები გახდნენ, დღესდღეობით კი ეს ორიპარტია: კონსერვატორები და ლეიბორისტები მნიშვნელოვანწილად განკარგავენ ბრიტანეთისპოლიტიკურ ცხოვრებას.
რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას ის მე-20 საუკუნისადრეულ წლებში ჩამოყალიბდა.ლეიბორისტული პარტიის პირველი ლიდერი რამსი მაკდონალდი გახლდათ.ესპარტია გამოხატავდა მუშათა კლასის მისწარაფებებს. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისშემდეგ კი ამ ძალამ დიდი უპირატესობა მოიპოვა, 1923 წლის არჩევნებში კი მან დაამარცხაკონსერვატორები და მინისტრთა კაბინეტიც თავისიგუნდით დააკომპლექტა. დღესდღეობით ამ პარტიის ინტერესებში შედის სავაჭრო ურთიერთობებისადა ეკონომიკური კეთილდღეობის შემქმნა ქვეყანაში და ამასთანავე სოციალური სერვისებისუზრუნველყოფაც.
დღეს ბრიტანეთის სამეფოს რამდენიმე პოლიტიკური პარტიაჰყავს, მათ შორის არიან: ლიბერალ-დემოკრატიული პარტია,მწვანეთა პარტია, სოციალ-დემოკრატიულიპარტია და ა.შ თუმცა ტრადიციისამებრ რეალურადბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღესდღეობით არსებობს ორი ყველაზე მძლავრი პარტია:ლეიბორისტები და კონსერვატორები.
კონსერვატორების ცნობილი ლიდერებია არიან: უისტონჩერჩილი, მარგარეთ ტეთჩერი მეორე მსოფლიო ომსადა ცივი ომის პერიოდში.კლემენტ ეტლი კი ლეიბორისტული პატიის ცნობილი ლიდერია მეორემსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.
ბოლო პერიოდის მონაცემებით 2005 წლის მაისი არჩევნებშიგაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ უპირატესობა 355- 198 ადგილი პარლამენტში. პრემიერმინისტრი გახდა გორდონ ბრაუნი, ხოლო 2010 წლის მაისი მონაცემებით გაიმარჯვეს კონსერვატორებმაუპირატესობით 306-258, ლიდერი დევიდ კემერონი დღემდე.
ბრიტანეთი ამ ეტაპზე არჩევნების სამზადისში იმყოფება.2015 წლის 7 მაისს ხუთშაბათს ბრიტანეთის ოლქებში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები.ხალხიკიდევ ერთხელ გააკეთებს საკუთარ არჩევანს. როგორც ვიცით ბრიტანეთის საარჩევნო წესიმორგებულია ‘’გამარჯვებულს მიაქვს ყველაფრის“” the first past the post” პრინციპით.
ამჟამად არ მიმდინარეობს საპარლამენტო სხდომები. პარლამენტიდათხოვნილ იქნა 2015 წლის 25 მარტს.
არჩევნების დასრულებიდან მეორე დილას მასმედიის საშუალებითსაზოგადოება შეიტყობს გამარჯვებული პარტიის ვინაობას, ხოლო 18 მაისს ახლად დაკომპლექტირებულიპარლამენტი ხელახლა შეიკრიბება და განაახლებს მუშაობას.
კონსერვატორების დღევანდელი ლიდერია: დევიდ კემერონი,ლეიბორისტული პარტიისა: დევიდ მილიბენდიი. ბრიტანეთში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ლიბერალ-დემოკრატებს, ამ პარტიის ლიდერი დღესდღეობითნიკ კლეგია.
პარტიები ამჟამად საარჩევნო კამპანიებს მართავენ ბრიტანეთისსხვადასხვა ოლქებში და სიტყვით მიმართავენ ხალხს.
ბრიტანეთის ოფიციალურ არხზე „ ბიბისზე“ (British broadcasting Corporation) ხალხთა მასობრივი აზრის გამოკითხის საფუძველზე ამ არჩევნებში ლეიბორისტულპარტიას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას, განსაკუთრებით შოტლანდიის, ჩრდილო- აღმოსავლეთინგლისისა და ცენტრალური ინგლისის ოლქებში, მათ შორის ლონდონშიც. თუმცა მოვლენებს ნუგავუსწრებთ არჩევნების შედეგები ხშირად ისეთივე მოულოდნელია, როგორც ნოველების დასარული,ამიტომ დაველოდოთ 8 მაისის დილას.
P.Sş
2015 წლის 8 მაისის არჩევნებში გაიმარჯვა კონსერვატორებმა. მათ მოიპოვეს უმრავლესობა პარლამენტში.მის მთავარ მოწინააღმდეგე ძალად კი ისევ ლეიბორისტები რჩებიან.
P.Sş
2015 წლის 8 მაისის არჩევნებში გაიმარჯვა კონსერვატორებმა. მათ მოიპოვეს უმრავლესობა პარლამენტში.მის მთავარ მოწინააღმდეგე ძალად კი ისევ ლეიბორისტები რჩებიან.
ბრიტანეთის ისტორია მენთეშაშვილი
No comments:
Post a Comment