Tuesday, June 16, 2015

მსოფლიო ბანკი და საქართველო / World Bank and Georgia

მსოფლიო ბანკიისტორიული რაკურსი
მსოფლიობანკი გაეროს (UN) საეთაშორისო ფინანსური და სპეციალიზებული ინსიტუტია, რომლის მიზანიამსოფლიოში ცხოვრების დონის ამაღლება და სიღარიბის დაძლევა, რასაც ის ახორციელებს კრედიტებისგაცემით განვითარებად სახელმწიფოებზე. გარდა ამისა,მსოფლიო ბანკი არის მსოფლიო ბანკისჯგუფის (WBG)  და გაეროს განვითარების ჯგუფისსაპატიო წევრი.ფუძემდებლური ხელშეკრულების თანახმად,  მსოფლიო ბანკი ორიენტირებულია მდგრად განვითარებასადა სხვადასხვა სახის ინვესტიციების წახალისებაზე.მისი უმაღლესი ორგანოა მმართველთასაბჭო, ხოლო ოპერატიულ სამუშაოებს ახორციელებს დირექტორატი. მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებებიმიიღება კენჭისყრით, თითო სახელმწიფოს ხმის „წონა“დამოკიდებულია მისი წილობრივ შენატანზებანკის საფინანსო რესურსებში. დღევანდელი მონაცემებით ყველაზე მძიმე წონიანი სახელმწიფოებია[1]:  აშშ (15.85%), იაპონია( 6.8%),ჩინეთი (4.4%),გერმანია(4%), საფრანგეთი (3.75%), ბრიტანეთი (3.75%) და ინდოეთი( 2.9%). აშშ-ს მძიმე „წონიანობა“განსაზღვრავს მსოფლიო ბანკში მის ყველაზე დიდ უპირატესობას.მას საშუალება აქვს ნებისმიერგადაწყვეტილებას დაადოს „ ვეტო“ და დაბლოკოს მმართველის საბჭოს გადაწყვეტილება.იმ თვალსაზრისით,რომ მსოფლიო ბანკის მომხმარებელთა უმეტესობა განვითარებადი  ქვეყანაა, მიუხედავათ ამისა, აშშ-ს განუსაზღვრელიუფლება მმათველს საბჭოში დღესაც განხილვის საგნად რჩება.
მსოფლიობანკი შეიქმნა ბრეტონ-ვუდსის 1944 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მაშინ როდესაც ჩამოყალიბდაკიდევ სამი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მათ შორის მსოფლიო სავალუტო ფონდი(IMF). ამ უკანასკნელშიგაწევრიანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფოსთვის რომ გახდეს მსოფლიობანკის წევრიც. მიუხედავად იმისა, რომ ბრეტონ-ვუდსონის კონფერენციას სხვა სახელმწიფოებიცესწრებოდა, ხელშეკრულების ორგანიზება ორმა, იმ დროს ყველაზე ძლიერმა სახელმწიფოებმააშშ-მ და ბრიტანეთმა მოახერხა. დღესდღეობით მსოფლიო ბანკში 180-ზე მეტი სახელმწიფოაგაწევრიანებული.
მსოფლიობანკს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ტრადიციულად ამერიკელია.[2]დღესდღეობითმსოფლიო ბანკის მმართველი პირი, კორეული წარმოშობის ჯიმ იონ კიმია.
მსოფლიოსავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სათაო ოფისები, ორივე ვაშინგტონშია(D.C.)[3] და მჭიდროდ თანამშრომლობს ერთმანეთთან.
მსოფლიობანკმა პირველად სესხი საფრანგეთზე გასცა 1947წელს  250 მლნ დოლარის რაოდენობით.საფრანგეთი იძულებულიაღმოჩნდა დათანხმებოდა მსოფლიო ბანკის მთელ რიგ მოთხოვნებს, რადგან მეორე მსოფლიო ომისშემდეგ ის ყველაზე დასუსტებული სახელმწიფო აღმოჩნდა დასავლეთ ევროპაში, რომელიც საჭიროებდაფინანსურ დახმარებას. საფრანგეთს უნდა შეენარჩუნებინა საბიუჯეტო ბალანსი და დახმარებაგაეწია სახელმწიფოს ყველაზე სუსტი ორგანოებისთვის. საფრანგეთის ქმედებებს ზედმიწევნითუწევდა მონიტორინგს მსოფლიო ბანკის მომსახურე პერსონალი, რომელიც აკონტროლებდა ქვეყნისქმედებებს ფინანსების გამოყენებასთან მიმართებაში.გარდა ამისა, საფრანგეთზე სესხისგაცემის წინაპირობად აშშ-ს დეპარტამენტის მხრიდან ქვეყანაში კომუნისტური პარტიის გაუქმებააღმოჩნდა. საფრანგეთმა შეასრულა დონორი სახელმწიფოს მოთხოვნა და ამის შემდეგ მიიღოფინანსური დახმარება.
მარშალისგეგმის ამოქმედების შემდეგ ევროპულმა სახელმწიფოებმა შემოსავლების ძიება სხვადასხვაგზით დაიწყეს, რა დროსაც მსოფლიო ბანკის ძირითადი ყურადღება უკვე, არაევროპულ სახელმწიფოებსდაეთმო.1968 წლამდე სესხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხმარდებოდა, როგორიციყო: საზღვაო პორტების, საგზაო სისტემების, ელექტროსადგურების მშენებლობა-განახლება,რომლებიც შემდგომში უნდა გამხდარიყო სახელმწიფოსთვის დასაყრდენი საშემოსავლო წყარო,რისი მეშვეობითაც ის დაფარავდა მსოფლიო ბანკისგან აღებულ კრედიტს.

მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები
რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი(IBRD)
მსოფლიობანკის შექმნის დრიდან (1944 წ) ფუნქციონირებს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფი- რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკია,( IBRD)[4] რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოებისათვის კრედიტების უმსხვილეს მიმწოდებელს.ამასთანავე, გათვალისწინებულია სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება განვითარებადდა განვითარების დაბალ დონეზე მყოფი სახელმწიფოებისთვის. ინფრასტრუქტურული დაფინანსებებისგარდა, რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკული ობიექტების, საავტომობილო გზების, ტელეკომუნიკაციებისდა ა.შ განვითარებას, რეკონსტუქციებისა და  განვითარების საერთაშორისო ბანკი ახორციელებს სხვადასხვა სახის ინვესტიციებს,რომელიც ეხმარება ღარიბ სახელმწიფოებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისაბანკის ძირითადი მიზანია ინდივიდუალურად მიუდგნენ ადამიანურ პრობლემებს და გაუწიონპერსონალური დახმარებები.
საკრედიტოოპერაციები, რომელსაც ახორციელებს რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისობანკი, უზრუნველყოფს საკრედიტო საშუალებებიდან, როგორიცაა: საკუთარი ფინანსური ბაზრებიმსოფლიოში და ამასთანავე გაუნაწილებელი მოგებები და გადასახადები.კრედიტები ძირითადადგანვითარებად სახელმწიფოებზე გაიცემა. კრედიტის გადასახადის გადავადების მაქსიმალურივადა 5 წელია.კრედიტების გაცემა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ მიზნებს ემსახურება.
საკუთარიარსებობის მანძილზე ბანკს გაცემული აქვს 26.7 მლრდ დოლარის ოდენობის კრედიტი, რომელიცმოხმარდა 130-ზე მეტ პროექტს.
დღესდღეობითრეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში 188 წევრი სახელმწიფოა. შტაბ-ბინამდებარეობს  ვაშინგტონში (D.C.)


საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია(IFC)
საერთაშორისოფინანსური კორპორაცია(IFC)[5] წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ახორციელებსეკონომიკურ რეფორმებს განვითრებად და განვითარების დაბალ დონეზე მყოფ სახელმწიფოებში.გარდაამისა მის პრეროგატივაში შედის კონსულტაციების ჩატარება ნაციონალური და უცხოური ინვესტიციებისმოზიდვის მიზნით.აღნიშნული კორპორაცია დაარსდა 1956 წლის 24 ივლისს. შტაბ-ბინა მდებარეობსვაშინგტონში და დღესდღეობით ის 184 წევრ სახელმწიფოს ითვლის.

განვითარების საერთაშორისო ასოციაცია(IDA)
განვითარებისსაერთაშორისო ასოციაცია (IDA)[6],რომელიც მსოფლიო ბანკის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი სტუქტურაა, დაარსა 1960 წელს დამისი მიზანია მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყნების დახმარება კრედიტებისა და გრანტებისგაცემის ხარჯზე, რაც ხელს უწყობს ზემოთ ხსენებული ქვეყნებში ეკონომიკურ განვითარებასდა ცხოვრების დონის ამაღლებას.
განვითარებისსაერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი სადამხმარებლო გაერთიანებაა, რომელიცუზრუნველყოფს მსოფლიოში 77 უღარიბესი ქვეყნის დახმარებას, რომელთაგან 39 არის აფრიკულისახელმწიფოები.მოცემულ ქვეყნებს ასოციაციის მხრიდან მიეცემა უპრეცედენტო სესხები, რომლისდაფარვა შესაძლებელია 25-38 წლამდე ვადებში პროცენტების დარიცხვის გარეშე.აღსანიშნავიაის ფაქტი რომ ზემოთხსენებული ქვეყნების დაფინანსება ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ წევრისახელმწიფოების შემოწირულობით.
განვითარებისსაერთაშორისო ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისობანკთან (IBRD), რომელთა აღმასრულებელ სამუშაოებს ასრულებს ერთი და იგივე მომუშავეპერსონალი, ამასთანავე მათი სათაო ოფისები გაერთაინებულია ერთ შენობაში და მდებარეობსვაშინგტონში, აშშ-ში.
დღესდღეობითასოციაციას ჰყავს 172 სახელმწიფო, რომელთა უმრავლესობა განვითარების დაბალ დონეზე მყოფიქვეყნებია.

ინვესტიციური დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრი(ICSID)
ინვესტიციურიდავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრი( ICSID)[7] წარმოადგენსსაერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტს , რომელიც ხელ უწყობს სამართლებრივი დავების მოგვარებასსაერთაშორისო მაშტაბით ინვესტორებს შორის. ცენტრი დაარსდა 1966 წელს , როგორ ავტონომიური,მრავალმხრივი სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციებისსამართლებრივ გადანაწილებას და უზრუნველყოფს არაკომერციული რისკების თავიდან აცილებასგანვითარებად ქვეყნებში. ამ წესდებას ხელს აწერს რეკონსტრუქციებისა და განვითარებისსაერთაშორისო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები.2012 წლის ხელშეკრულების თანახმად 158 ქვეყანა შეთანხმდა,ისინი რომ დაიცავენ  საერთაშორისო ცენტრის( ICSID) კონვენციით გათვალისწინებულპირობებს და მოთხოვნებს.
 დღესდღეობით ინვესტიციური დავების დარეგულირები საერთაშორისოცენტრში 159  ქვეყანაა გაწევრიანებული. შტაბ-ბინამდებარეობს ვაშინგტონში. ცენტს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. დღევანდელი მონაცემებითაღნიშნული ცენტრის გენერალური მდივანი - მეგ კინერია.
  


ინვესტიციების გარანტიის მრავალმხრივი სააგენტო(MIGA)
ინვესტიციებისგარანტიის მრავალმხრივი სააგენტო (MIGA)[8]დაარსდა1988 წელს. ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტი, რომელიც სახელმწიფოებზე გასცემსგარანტიას, რომ მის მიერ ჩადებული ინვესტიცია განვითარებად სახელმწიფოებში იქნება დაზღვეულიარაკომერციული რისკებისგან.
ინვესტიციებისგარანტიის მრავალმხრივი სააგენტოს ჰყავს 181 წევრი სახელმწიფო. მას დღევანდელი მონაცემებითხელმძღვანელობს ვიცე-პრეზიდენტი კეიკო ჰონდა. შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში.

 მსოფლიო ბანკისადა საქართველოს ურთიერთობა
საქართველომსოფლიო ბანკს 1992 წელს შეუერდა, საერთაშორისო განვითარების ასოციაციას კი 1993 წელს.საქართველოს ერთ-ერთი „მსუბუქ წონიანი“ სახელმწიფოა მსოფლიო ბანკში. მისი ხმის „წონა“0.11%[9]წარმოადგენს.საქართველოსგაწევრიანების შემდეგ მსოფლიო ბანკმა 50-ზე მეტი პროექტი დააფინანსა.დაფინანსებისმთლიანმათანხამ1.68 მილიარდიდოლარიშეადგინასაერთაშორისოგანვითარებისასოციაციისკრედიტების,გრანტებისდარეკონსტრუქციისადაგანვითარებისსაერთა­შორისობანკისსესხებისსახით,რომელთადაახ­ლოებით90 პროცენტიუკვეგადარიცხულია.მსოფლიობანკისმიერსაქართველოსათვისგამოყოფილიდაფინანსების67 % საი­ნვესტიციოპროექტებზემოდის,33% კი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისფარ­გლებშიბიუჯეტისათვისგაწეულიდახმარებაა.
საქართველომყველაზე დიდი დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან 2010-2013 ფისკალურ წლებში მიიღო. დაფინანსების650 მლნ დოლარს აღმატებოდა.დაფინანსების შედეგად განხორციელდა შემდეგი პროექტები: 600კი­ლომეტრზემეტიგზისრეაბილიტაცია;შეიქმნასამუშაოადგილების – დაახლოებით 20,000 კაც– დღე; გაუმჯობესდაბაზრებთანდასოციალურიმომსახურებისცენტრებთანმისასვლელიგზები;აშენდაშვიდიახალისკოლა,სადაც4150 მოსწავლესწავლობს(მათგანთითქმისნახევარიგოგონებია)და300 მასწავლებელიმუშაობს;გარდაამისა მსოფლიო ბანკმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული  30,000 იძულებით გადაადგილებულ პირთათვის  გამოყჰო კრედითი ელემენტარული საცხოვრებელი პირობებისშესაქმენად.
.მსოფლიობანკი დღესაც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.ამა წლის აპრილ- მაისში აქტიურადმიმდინარეობდა სხვადასხვა პროექტის დაფინანსება.ეს პროექტებია:
·        აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის(ავტო-ბანის) კეთილმოწყობის I ,II ,III პროექტი, დაფინანსდა 184.12 მლნ დოლარით2007-2009 წლები
·        რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტუქტურის განვითარებისპროექტი, დაფინანსდა 85 მლნ დოლარით 2008 წელს. პროექტი დასრულდა 2013 წლის 30 ივნისს
·        კახეთის რეგიონული გზების კეთილმოწყობის პროექტი 30მლნ დოლარით 2009 წლის დეკემბერში. პროექტი დასრულდა 2013 წლის ივნისში
·        განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები, დაფინანსდა175 მლნ დოლარით 2009 წელს.პროექტი დასრულდა 2011 წლის 31 მარტს
გარადა ამისამსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანმა სტუქტურებმა, როგორიცაა  საერთაშორისო განვითარების ასოციაცია და რეკონსტრუქციისადა განვითარების საერთაშორისო ბანკმა დააფინანსა კიდევ რამდენიმე პროექტი რომელიც საქართველოსმთავრობის მიერ ჯერ არ განხორციელებულა. მათ შორის არის:
·        რეგიონალური განვითარების პროექტი, რომელიც დაფინანსდა60 მლნ დოლარით 2012 წლის 20 მარტს. პროექტის დასრულების თარიღად მიჩნეულია 2016 წლის31 დეკემბერი
·        შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტი,რომელიც დაფინანსდა 2012 წელს 70 მლნ დოლარით. პროექტის დასრულების თარიღად მიჩნეუილია2017 წლის 30 ივნისი.
როგორც განვითარებადისახელმწიფო, საქართველო იძულებულია აიღოს კრედიტები მსოფლიოს სხვადასხვა სტუქტურებისათუ მეგობარი სახელმწიფოებისაგან, რათა მოახერხოს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ინფრასტრუქტურულიგანვითარება.
დღევანდელი მონაცემებითსაქართველოს მსოფლიოს მაშტაბით 11-ზე მეტი „მევალე“ ჰყავს. მათ შორის კი შეღავათიანისესხების გაცემის კუთხით მსოფლიო ბანკი საქართველოს უდიდესი კრედიტორი ინსტიტუტია.



ცხრილის თანახმადსაქართველოს საგარეო ვალის 40 % მსოფლიო ბანკის კრედიტები წარმოადგენს, დანარჩენი კინაწილდება:
·        ევროობლიგაციები 21%
·        საერთაშორისო სავალუტო ფონდი 10%
·        გერმანია 8%
·        ევროკავშირი 4 %
·        აშშ 2%
·        თურქეთი 2%
·        იაპონია 2%
·        EBRD1%
·        IFAD0.5%
·        სხვა 9.5%
დასკვნა
უდავოა, რომ საქართველომსაერთაშორისო დახმარებების, გრანტებისა თუ კრედიტების საშუალებით უნდა მოახერხოს ქვეყნისპროფიციტური ბიუჯეტის შექმნა და ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება.
ამ ეტაპზე, იმისათვისრომ საქართველომ მოახერხოს საგარეო ვალის სრულად დაფარვა აუცილებელია ფინანსები ჩაიდოსისეთ პროექტებში რომელიც მომგებიანი აღმოჩნდება საქართველოსთვის და საგარეო „მევალეებისთვისაც“.
ჩემი აზრით, უნდამოხდეს ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა, ამასთანავე სოფლის მეურნეობისგანვითარება და ექსპორტის გაზრდა მეზობელ სახელმწიფოოებში, რაც მნიშვნელოვანწილად დაეხმარებაქვეყანას ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
  


გამოყენებულილიტერატურა:
o  ზურაბმარშანია - საერთაშორისო ორგანიზაციები“თავი IV - გაეროსსისტემაში არსებული საერთაშორისო სამთავრობითაშორისო ორგანიზაციები“
o  http://siteresources.worldbank.org/INTGEORGIA/Resources/Georgia_Snapshot_Geo.pdf  - მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობისპროგრამის მოკლე მიმოხილვ(pdf ვერსია)

[1]2010 წლის მონაცემები, წყარო (www.worldbank.org)
[2]აშშ არის დონორი სახელმწიფო მსოფლიო ბანკში. მისი წილობრივი შენატანი უდრის16,7%, რაც აჭარბებს სხვა განვითარებული ქვეყნების წილს. ამგვარად აშშ-ს წარმომადგენელიამსოფლიო ბანკის პრეზიდენტი
[3]კოლუმბიის ფედერალური ოლქი აშშ-ში
[4]The International Bank of Reconstruction and Development
[5]The International Financial Corporation
[6]The International Development Association
[7]The International Centre for Settlement of Investment Disputes
[8]The Multilateral Investment Guarantee Agency
[9]შდრ. აშშ 15.85%, ბრიტანეთი 3.75% და მისთ.http://www.caringbridge.org/visit/studentworks/journal/view/id/557c6ee0a589b4f176e710b7

No comments:

Post a Comment