Tuesday, June 16, 2015

შუა საუკუნეების ინგლისის ეკონომიკური მდგომარეობა / The situation in England in middle ages

თავდაპირველადვიტყვი იმას თუ როგორი იყო ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა და რას ეფუძნებოდა ეს უკანასკნელი.ამ პერიოდში ინგლისის ეკონომიკის საფუძველს ნატურალური სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.ამასთანავევაჭრობა ერთ-ერთი წამყვანი საშუალებაა ეკონომიკური წინსვლისთვის.გაიზარდა ქვეყნის მოსახლეობაც,რამაც გაზარდა სახნავ-სათესი მიწების ფარტობიც, თუმცა ქვეყნის განვითარებაზე ეს ფაქტორირამდენადმე უარყოფითად აისახა. 1315-1317 წლებსი ინგლისი მოიცვა დიდმა შიმშილობამ,რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, ამას კი მოგვიანებით შავი ჭირის ეპიდემიაცდაეთო რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მოწყობა.
ინგლისიმე-14 საუკუნეში
ინგლისის ისტორიაში მე-14 საუკუნე დაკავშირებულია უამრავ პოლიტიკურ თუ სოციალუ-ეკონომიკურ მოვლენებთან, რომელმაც საბოლოოდ უდიდესი როლი შეასრულა ჩამოყალიბებაში.თავდაპირველად უნდა ვახსენოთ ასწლიანი ომი მისი გამომწვევი მიზეზებიდა შედეგები, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ასწლიანიომმა ინგლის-საფრანგეთს შორის, რომელიც 1337 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1453 წლამდე,საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა ინგლისს, როგორც ტერიტორიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც.ომის წამოწყების ერთ-ერტი უმნისვნელოვანესი მიზეზი ფლანდრიის საგრაფოზე კონტროლის მოპოვებაიყო, რომელიც ორივე ქვეყანას სასარგებლოდ წაადგებოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომხსენებული საგრაფო მატყლის წარმოების უბადლო ადგილი იყო, ინგლისისთვის კი ეკონომიკისძირითადი დასაყრდენი.როგორც ხშირად აღნიშნავენ, ამ ომს ინგლისელები საუკეთესო გზადმიიჩნევდნენ კრიზისიდან თავდასახსნელად, რადგან შოტლანდიელებთან და ანტიფრანგული კოალიციისშექმნის პერიოდსი მათ დიდძალი თანხა დაეხარჯათ, სწორედ ამიტომ ძლევამოსილი ომი საუკეთესოსასუალება იყო ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად.ამ ომს მნიშვნელოვნად რამდენიმებრძოლა ახსოვს: კრესის, პუატიესისა და აზნკურის ბრძოლა,სადაც ინგლისმა სრული გამარჯვებადა შესაბამისად დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ.ცნობილია ის ფაქტი რომ ამ პერიოდის მცირემონაკვეთში მკვეთრად გაიზარდა ხალხის ყოფითი მდგომარეობის დონე, ამბობდნენ რომ არ არსებობდაისეთი ოჯახი ინგლისსი სადაც არ მოიპოვებოდა ძვირადღირებული ვერცხლეულობა და ჭურჭელი.კრეისთანბრძოლაში ინგლისელებმა ტყვედ იგდეს საფრანგეთის მეფე ჟან კეთილი, რომლის გამოსასყდი  ჯერ მხოლოდ 500 ათას გირვანქას წარმოადგენდა, რაცკიდევ ერთი ფინანსური სარგებელი იყო ინგლისისათვის.თუმცა ომმა საბოლოო ჯამში მაინცუარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.საომარი ხარჯების ზრდამ ფეოდალები აიძულაგაეზარდათ საბატონო მიწები,რა დროსაც ფაქტობრივად იკარგებოდა გლეხის მიწა,სწორედ ამიტომგავრცელდა დაქირავებული შრომა.ამ პერიოში ინგლისსი გაჩნდა ოქროს მონეტა,ამ უკანასკნელისგავრცელებამ კი საბოლოოდ ნატურალური გადასახადები ფულადი გადასახადიტ ანუ კამუტაციებითშეცვალა,რაც გლეხებს ერთგარად ათავისუფლებდა,რადგან მას თავის ბატონთან მხოლოდ ეს გადასახადიაკავშირებდა და სხვა არაფერი. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანწილად შეასუსტა ბატონ-ყმობა.დაქირავებულიშრომის საფასური 1311 წლიდან 1350 წლამდე 2 დან 3.3 პენსამდე გაიზარდა, რაც გამოიწვია1338 წელს აღმოსავლეთიდან კუნძულზე შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებამ, რამაც მნიშვნელოვნადშეამცირა ქვეყნის მოსახლეობა,(დაიღუპა ედუარდ მე-3 შვილი „შავი პრინცი“ ამ უკანასკნელმაფაქტმა კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე.შემცირდა მუშახელი,ამ ფაქტმა კი გლეხებს საშუალება მისცა შრომის გადასახადზე საფასური მოემატებინათ.ამისჩასახსობად 1377 წელს პარლამენტმა სულადობრივი გადასახადის შემოტანა ბრძანა, რომელიცომის ხარჯების ანაზღაურებას ისახავდა მიზნად,რაც გლეხებს მძიმე ტვირთად დააწვა. ამპერიოდში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეკლესია გამდიდრდა,მეტიც საეკლესიო ქონება შურითავსებდა ბარონებსა და რაინდებს.გამდიდრებულ სამღვდელოებას აუმხედრდა გლეხობა ე.წ ლოლარდები,რომელსაც ჯონ უიკლიფი ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი არა მარტო სულიერ არამედ, სოციალუთანასწორობასაც ქადაგებდა, რამაც გაამძაფრა გლეხთა სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილებადა საბოლოოდ გლეხთა აჯანყებაში  გადაიზარდა.1381წელს აჯანყებამ უესექსის საგრაფოში იფეთქა, რომელსაც კენტელი ხელოსანი უოტ ტაილერიხელმძღვანელობდა.ისინი მოითხოვდნენ:
·                    ბატონყმობისგაუქმებას
·                    აჯანყებულთაამნისტიას
·                    თავისუფალივაჭრობის შემოღებას
·                    მიწაზედაბალი საიჯარო გადასახადის დაწესებას
მათაიღეს ლონდონი,სჯიდნენ იმ პირებს რომლებიც უშუალო მტრებად მიიჩნეოდნენ მათთვის, ამვითარების შემდეგ მეფე დათმობაზე წავიდა და გამოსცა სიგელი ბატონ-ყმობის გაუქმებისთაობაზე,თუმცა მცირეწლოვან მეფესთან რიჩარდ მე-2 შეხვედრის დროს უოტ ტაილერი მოკლესდა აჯანყებაც სასტიკად ჩაახშვეს, მიუხედავად ამისა აჯანყებამ ნაწილობრივ თავის შედეგიგამოიღო.ამ პერიოდიდან ფეოდალებს პრაქტიკულად ვეღარ შეეძლოთ გლეხების ისევ მიწასთანმიმაგრება,ბატონყმობა თანდათან გაქრა.დაიწყო ახალი  ეკონომიკური ურთიერტობები რომელიც აგებული იყო მატყლზევაჭრობით.გაიზარდა მატერიალური დოვლათი.ვაჭრობის ამგვარმა პოპულარობამ ინგლისის ეკონომიკამთლიანად დაუქვემდებარა სავაჭრო ურთიერთობებს.
 გამოყენებული ლოტერატურა:
britannica.com
en.wikipedia.org

No comments:

Post a Comment