Monday, July 27, 2015

Walter Scot, Ivanhoe - უალტერ სკოტი, აივენჰო

აივენჰო - უოლტერ სკოტი
·         უოლტერ სკოტი- ბიოგრაფია
·         რომანი „აივეჰო“
-         ლიტერატურული ჟანრი
-         შინაარსი
-         თემა
-         ანალიზი
·         დასკვნა
უოლტერ სკოტი შოტლანდიელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიული რომანის მამამთავრად წოდებული დაიბადა 1771 წელს ედიმბურგში, იურისტის ოჯახში.სკოტების გვარი ერთ დროს საკმაოდ სახელმოხვეწილი გახლდათ, თუმცა ბოლო პერიოდში ისინი გაღარიბდნენ და ძველი პატივიც დაკარგეს.
სოფლად ბებიასთან გამგზავრების შემდეგ უოლტერმა ბევრი თქმულება, ლეგენდა თუ ამბები შეიტყო შოტლანდიის ისტორიული წარსულიდან. პროვინციაში ცხოვრებისას ის დიდ დროს ატარებდა შოტლანდიელ მწყემსებთან, რა დროსაც ის ბევრ საინტერესო თქმულებას იგებდა საკუთარი სამშობლოს შესახებ.
წერა-კითხვის სწავლის შემდეგ, მშობლებმა ედიმბურგში სკოლას მიაბარეს. იურისტ მამას შვილიც  თავისი პროფესიითვის ჰყვდა გამწესებული. უოლტერ სკოტმა მართლაც მიიღო იურისტის წოდება და რვა წლის მანძილზე იმუშავა კიდეც ადვოკატად, თუმცა 1800 წელს ის საბოლოოდ შეეშვა მის პროფესია და მთელი თავისი ძალისხმევა ლიტერატურულ მოღვაწეობას შესწირა.
როგორც ცნობილია უალტერ სკოტს ისტორიულ თემებზე წერა ერთ-ერთმა ირლანდიელმა ახალგაზრდა ქალმა მწერალმა მერი ეჯუორთმა აიძულა. მერი ეჯუორტი წერდა ირლანდიის ისტორიულ მოვლენებსა თუ ლეგენდებზე.
როგორც რუსი კრიტიკოსი ვესარიონ ბელინსკი აღნიშნავს უოლტერ სკოტი იყო პირველი რომელმაც რომანში გმირების , მეფეების, ჰერცოგებისა თუ სხვა დიდგვაროვანი ლორდების გვერდით აღწერა ჩვეულებრივ, კერძო ადამინთა ცხოვრება, ისტორიული მოვლენები დაუკავშირა, კერძო შემთხვევებს - გამოგონილ პერსონაჟებსა თუ ფაქტებს. „ უბრალო ადამინებისთვის ლიტერატურის კარი ისეთივე დახშული იყო, როგორც „ კეთილშობილთა“ მიუვალი ციხე-კოშკები“ - ბესარიონ ბელინსკი. ეს ზღუდე მოშალა სკოტმა, რადგან „ ყველა ადამიანს აქვს უფლება ყურადღების  საგანი გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია,“(ბელინსკი)
სკოტის ისტორიულ რომანებში: „უევერლი“, „აივენჰო“, „რობ- როი“, „ვუდსტოკი“, „პურიტანები“ და სხვ. ავტორი გაურბის შიშველი ისტორიული ფაქტების ჩვენებას, ამ ფაქტებს ჩვენ კერძო ადამიანების ცხოვრებასთან კავშირში ვიგებთ. ისტორიულ რომანში, ისტორია როგორც მეცნიერება ებმის ხელოვნებას, როგორც სინამდვილე გამონაგონ მოვლენებს, რაც მთლიანობაში ქმნის ლიტერატურულ შედევრს.
თავდაპირველად ვოლტერ სკოტი არ წერად თავის სახელით, თუმცა როგორც ამბობენ მას შემდეგ, რაც ბაირონმა მასთან საუბარში საქვეყნოდ გამოოაშკარავა მისი სახელი , უოლტერ სკოტი იქცა მსოფლიოს უდიდეს მწერლად.
აი რას ამბობენ ცნობილი ლიტერატურული მოღვაწეები ვალტერ სკოტზე:
„ჩვენი მამა უოლტერ სკოტი“- ბალზაკი
„შოტლანდელი ჯადოქარი“ - ალექსანდრე პუშკინი
„ხელოვნების მსოფლიო გენიოსი“ -ვესარიონ ბელინსკი
უალტერ სკოტი გარდაიცვალა 1832 წლის 21 სექტემბერს როქსბურგში, შოტლანდიაში.
რომანი „აივენჰო“
რომანი ერთ-ერთი ცნობილია უოლტერ სკოტის შემოქმედებაში, რომელსაც დიდძალი წარმატება ხვდა წილად, თუმცა ეს რომანი არ აღწერს შოტლანდიის ისტორიულ მოვლენებსა თუ ქრონიკებს ისე როგორც“ უევერლი“ და“რობ- როი“.
ზოგადად რომანი აღწერს მე-12 საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისში მომხდარ ამბებს, როდესაც მეფე რიჩარდ ლომგული-პლანტაგენეტი წმინდა საფლავის დასაცავად ებრძვის სარკინოზებს ჯვაროსნულ ომებში.მისი ბრძოლის პერიოდში ინგლისში ჯონი უმიწაწყლოდ წოდებული სასტიკი და უსამართლო უფლისწული, რიჩარდის ძმა განკარგავს ქვეყანას, რომლის მმართველობით დიდ სატანჯველში აღმოცნდა ისედაც დაპყრობილი და დამორჩილებული საქსები.. რომანი აღწერს ისტორიული თუ გამონაგონი გმირებით ანგლო-საქს ფეოდალთა დაპირპირებას ნორმან ჰერცოგებთან. სასიყვარულო ამბები და თავგადასავლები ავსებს ამ რომანის შინაარსს.
რომანის სცენა იწყება ცნობილი მონოლითური ნაგებობის „ სტოუნჰენჯის“ მიდამოებში, სადაც ცნობილი საქსონელის სედრეკის მსახურები  ღორების კოლტს მწყემსავენ. პირველ თავებში საინტერესოა მასხარას სიტყვები ის თუ როგორ დაიმონეს ნორმანებმა საქსები და რომ ეს დამარცხება თავად ინგლისურ ლექსიკონშიც კარგად ჩანს: „ძველებურად საქსონური „ox” ჰქვია; მაგრამ როგორც კი დიდებულთა პატივსაცემ ყბებს მიერთმევა ჩასახრამუნებლად მაშინვე თავაზიან ფრანგ რაინ „beef” გარდაიქმნება, ასე მოსდის ხმოსაც „ კაფია“ მერე მუსიო „ვო“.მსახურთა ამ საუბარში კარგად ჩანს მათი გულისტკივილი, რომ ისინი ვერაფრით შეეგუენ ნორმანთა ბატონობას, რომლებსაც ტყეებში კი თავისი კანონი დაუწესებიათ(საქსონელებს არ შეეძლოთ ნორმან ბატონთა ტყეებში ნადირობა.)
რომანის პირველივე თავებში ვეცნობით საქსონელ სედრეკს, რომელსაც უმშვენიერესი აღსაზრდელი როენა ჰყავს, სედრეკის პიროვნებაში, დიდია წინაარმდეგობა ნორმანების მიმართ და მაშინ როდესაც მწირი ნომანელი მღვდლის თანდასწრებით  ახსენებს საქსონელ რაინდებს ჯვაროსნულ ბრძოლებში,სედრეკი სიამაყით ივსება და ადასტურებს რომ ისინი ჭეშმარიტი საქსონები არიან.
რომანში საინტერესოა უფლისწული ჯონის სახე, თუ როგორი აშკარაა მწერლის უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ, თუ რა უზნეო და ავხორცი მეფე იყო. მწერალი წერს რომ იმ ხანად ისეთი სისატიკე სუფევდა, რომ ცოცხალი გარდაცვლილს შეჰნატროდა, რადგან მათ მომავალ ვაი-უბედურებას მაინც დააღწიეს თავი.
რომანში მეფის აღვირახსნილობასთან ერთად გამოაშკარავებულია იმ დროინდელი სამღვდელოების ტრფობა ფუფუნების მიმართ და მათი უზნეო საქციელი.
გარდა ამისა ყურადღება ექცევა ებრაელი ისააკის პიროვნებას და ინგლისელების დამოკიდებულებას ებრაელების მიმართ. უოლტერ სკოტი რომ მოსწრებოდა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს მაშინ ალბათ არ დაწერდა შემდეგს:
 „ არა სულიერს მიწაზე წყალსა თუ ცაში ისეთი განუწყვეტელი , საერთო და შეუბალებელი დევნა არ განუცდია , როგორც იმ ხანად ებრაელებს“
ისააკს ჰყავს ულამაზესი ქალიშვილი რებეკა, რომლის სილამაზით თავად პრინცი ჯონიც მოიხიბლა. რებეკასთვის უდიდეს ტვირთად იქცევა მისი ებრაელობა. მას ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარს რაინდი აივენჰო, თუმცა სწამს რომ მიუხედავად ჭეშმარიტი გრძნობისა გადაულახავია ის დაბროკოლება რომელიც ებრაელ ქალსა და ქრისტიან რაინდს შორის არსებობს.
რომანში რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობას ვხვდებით აივენჰოსა და სედრეკის აღზრდილს როენას შორის, რომელიც ბედნიერად სრულდება, აივენჰოსა და რებეკას; რებეკასა და ბოი გილბერტს შორის, რომელიც თავიდან განწირულია.
რომანის მთავარი გმირი უილფრედ აივენჰო ქრისტიანი, ნორმანი რაინდია, რომელიც რიჩარდ ლომგულთან ერთად იბრძვის ჯვაროსნულ ომებში, მას შეუყვარდება სედრეკის აღზრდილი როენა, რომელიც საქსონური წარმოშობისაა. მატ ურთიერთობას ეწინაარმდეგება სედრეკი, რომელსაც არ სურს საქსონელისა და ნორმანის შეუღლება, რადგან ამ უკანასკნელთ თავის დაუძინებელ მტრად მიიჩნევს.
რომანი სრულდება როენასა აივენჰოს ქორწინებით რაც ხდება საქსონებისა და ნორმანების საბოლოო გაერთიანებად და „შეუღლებად“, რომელიც მნიშვნელოვან წილად გამყარდება „ასწლიანი ომის“ პერიოდში, ედუარდ მე-3 სა და ჰენრი მე-5 მეფობის პერიოდში, სადაც ნორმანები და საქსები გაერთიანდებიან საერთო მტრის ფრანგების წინაარმდეგ(1337-1453).
თემა:
რომანში იკვეთება რამდენი თემა
·         პატრიოტიზმი
·         უცხოელი და „სხვები“
·         ოჯახი
·         სოციალური უთანასწორობა

·         პატრიოტიზმი
პატრიოტიზმი, რომელიც ხშირ შემთხვევაშო დადებითი მნიშვნელობით გვხვდება, მწერალი აბსოლიტურად უარყოფით ემოციას აღგვიძრავს ამ მიმდინარეობის მიმართ. ის არ უჭერს მხარს სედრიკ საქსონელის აზრს ნორმანების წინაარმდეგ აჯანყების კუთხით.როგორც ვიცით ეს რომანი გამოიცა 1819 წელს ანუ სულ რაღაც 5 წლის შემდეგ რაც ნაპოლეონი დამარცხდა ომში და რა დროსაც ინგლისელებმა გამარჯვება მოიპოველ ვატერლოოსთან ბრძოლის დროს,სწორედ ამ მიზეზით სკოტი არ ამწვავებს ისედაც ხისტ დამოკიდებულებას ბრიტანელებისა და ფრანგების მიმარტ და რომანსი ნორმანდიელი მეფე რიჩარდ I გმირადაც კი გამოჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს ინგლისელ ხალხს, ბოლოს კი ამბობს, რომ სედრეკიც თანხმდება საქს-ნორმანდთა კეთილ ურთიერთობებს და რომ მატ შორის დაპირისპირება ნელ-ნელა ქრებოდა.
·         უცხოელი და „სხვა“
ავტორი ხაზს უსვამს ინგლისელების დამოკიდებულებას უცხოელების კერძოდ კი ებრაელების მიმართ, რომელსაც ურჯულოებად ხშირად კი ადამიანზე უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ არსებებად განიხილავენ.
რომანში რებეკას ცეცხლზე დაწვის სცენაში გამოყვანილია ოთხი აფრიკელი შავკანიანი მცველებად, რომელთა მიმართ დამოკიდებულებას ავტორი შემდეგი სიტყვაბით გვამცნობს:
 „მათი სახის ფერი და აფრიკული ნაკვთები იმდენად უცხო იყო იმდროინდელი ინგლისელებისათვის, რომ დამფრთხალი ხალხი, როგორც დემონებს ისე შეჰყურებდა და ელოდა როდის შეასრულებდნენ თავიანთ დემონურ საქმესო“
·         ოჯახი
აივენჰოს დაპირისპირება თავის მამასთან, როდესაც რაინდს ბრძოლა სწყურია მამა კი ამის წინააღმდეგია
როენასა და სედრეკის დაპირისპირება, სედრეკი სურს მისი ქალი წარმოსადეგ საქსონელზე ათელსტანზე დაქორწინდეს, როენა კი ამის წინააღმდეგია და  ის ბოლოს მაინც ქორწინდება აივენჰოზე. დაპირისპირება ძმებს  რიჩარდსა და ჯონს შორის ტახტისთვის, რა დროსაც ორად  გაიყოფა ინგლისის მოსახლება და ერთმანეთ შეებრძოლება.
·         სოციალურ კლასთან უთანასწორობა
ავტორი გაზგასმით აღნიშნავს რომ იმ პერიოდში ნორმანები განსაკუთრებული დიდებითა და პატივით სარგებლობდნენ, ეს ენაშიც კარგად აღიბეჭდა. ფრანგული სამეფო კარის ენად იქცა, საქსონური კი მდაბიოების. გარდა ამისა საბრძოლო თავშეყრის ადგილებში ყურების ადგილი წოდების მიხედვით განისაზღვრებოდა. დიდებულებს საუკეთესო, მდაბიოებს კი შელახული.

ჟანრობრივად რომანი მიეკუთვნება სათავგადასავლოა თავისი რაინდებითა თუ საბრძოლო შერკინებებითს. ის არის ისტორიული რომანი რომელშიც მრავლადაა როგორც ისტორიული ქრონიკები ასევე გამონაგონი გმირები და სახელწოდებები ამა თუ იმ ადგილები. თავად გმირი აუფრედ აივენჰოც ხომ გამონაგონი პერსონაჟია.ამასთანავე მრავლადაა სასიყვარულო სცენები. ამგვარად ეს რომანი მოიცავს სხვადასხვა ჟანრს.
წერის სტილთან დაკავშირებით კი უნდა ითქვას რომ რომანი მიეკუთვნება სქელტანიან ნაწარმოებთა რიგებს, როგორც არნიშნავენ ეს იმ პერიოდის რომანებისთვის დამახასიათებელი იყო. პიროვნული, გარეგნული თუ ჩაცმულობის ასაღწერად მწერალი ძალძედ სიტყვაგრძელობს და რამდენიმე გვერდს უთმობს მათ გადმოცემას.
მწერალი ფართოდ იყენებს ისეთ ტროპულ საშუალებებს როგორიცაა: მეტაფორა, შედარება, ეპითეტი.
„მის შავგრემან სახეს ძალიან შვენოდა აბრეშუმის ყვითელი ტიურბანი“
„შარონის ვარდი და მინდვრის შროშანი“

დასკვნის სახით ვიტყვი რომ ალბათ ძალიან კარგი იყო რომ უოლტერ სკოტმა თავის დროზე ასპარეზე დაუთმო ბაირონს სხვა მხრივ ხომ არ გვექნებოდა მსგავს პროზა შედევრი რომეიც მან შექმნა: „რობ-როის“, „უევერლის“ თუ „აივენჰოს“ სახით.














Robert Burns - Red, red rose

რობერტ ბერნსი - წითელი ვარდი
·         რობერტ ბერნსი - მცირე ბიოგრაფიული მიმოხილვა
·         Red, Red Rose - პოეზია, შინაარსი, განხილვა ანალიზი
·         პოეზიის ქართული თარგმანების შედარება

რობერტ ბერნსი, ცნობილი სკოტი პოეტი, ლირიკოსი და ფოლკლორისტი, დაიბადა ეილშირის საგრაფოში 1759 წლის 25 იანვარს ღარიბი გლეხის იულიამ ბენსის მრავალშვილიან ოჯახში.მატერიალური სიდუხჭირის გამო განათლება სახლში მიიღო, სადაც მამა თავის 7 შვილს ასწავლიდა: წერა-კითხვას და  არითმეტიკას.1784 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იძულებული იყო მიეხედა მეურნეობისთვის, ამის გამო მას „heaven-taught plough-man” ზეცით-განსწავლული გუთნის კაცი“.
რობერტ ბერნსი ერთ-ერთი პირველია რომენტიკოს მწერალებს შორის, რომელმაც მოახერხა შოტლანიური ენის, როგორც სალიტერატურო ენის შენარჩუნება, რომელიც მე-18 საუკუნეში შოტლანდიის გაერთიანებით ინგლისის სამეფოსთან (1707წ) ქცეულიყო ინგლისური ენის დიალექტად.ის ასევ ცდილობდა თავი მოეყარა შოტლანდიის ეროვნული ფოლკლორისათვის, რაც შოტლანდიის ხელოვნების უმნიშვნელოვანეს განძად რჩება.
რობერტ ბერნსი წერდა ხალხისთვის გასაგებ ენაზე, ის აღიარეს შოტლანდიის ეროვნულ პოეტად, მისი ერთ-ერთი ლექსი „Scots Wha Hae”(Scots, what have)დიდი ხნის მანძილზე სკოტლანდიის არაოფიციალურ, ეროვნულ ჰიმნად მიიჩნეოდა. პოეტის დაბადების დღე - 25 იანვარი „Burns Supper” - დღესაც უდიდეს დღესასწაულად მიიჩნევა შოტლანდიაში და მის ფარგლებს გარეთაც.
ბერნსის წერის მანერა და სტილის განიცდის უილიამ ვორდსვორთისა და სემუელ ტეილორ კოლრიჯის აშკარა გავლენას. მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია რეალისტური საშუალებებიც, როგორიცაა იუმორი და სატირა.გარდა ამისა, გამოდინარე იქედან რომ მისი მოღვაწეობის წლები ემთხვევა საფრანგეთის რევოლუციას, ამ უკანასკნელმა ცალსახა გავლენა იქონია მის პოეტურ მოღვაწეობაზე და შექმნა რამდენიმე პოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებიც. მაგალითად: “Scots, what have” სწორედ საფრანგეთის რევოლუციას ეხება, სადაც ჩანს მისი პარტიოტული სული და რადიკალური შეხედულებები.
რობერტ ბერნსის უამრავი ლექსი სიმღერად იქცა მათ შორის, ჩემს მიერ განსახილველი  Red, red rose, რომელსაც ასრულებს შოტლანდიელი მომღერალი - ქარენ მათესონი.
ბერნსი გარდაიცვალა 37 წლის ასაკში დამფირში 1796 წელს, სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზად ბავშვობაში მძიმე სამუშაოების შესრულება დასახელდა, თუმცა გარდა ამისა რობერტ ბერნსი ალკოჰოლიკიც იყო. მის საპატივცემულოდ არსებობს მრავალი მონუმენტი, არამხოლოდ ბრიტანეთში არამედ მის ფარგლებს გარეთ, კანადაშიც.
 
A Red, Red Rose
A Red, Red Rose
O my Luve's like a Red, Red Rose
That's newly sprung in June:
O my Luve's like the melodie
That's sweetly play'd in tune!
As fair art thou, my bonnie lass,
So deep in luve am I:
And I will luve thee still, my dear,
Till a' the seas gang dry:
Till a' the seas gang dry, my dear,
And the rocks melt wi' the sun;
I will luve thee still, my dear,
While the sands o' life shall run.
And fare thee weel, my only Luve,
And fare thee weel a while!
And I will come again, my Luve,
Tho' it were ten thousand mile.
ეს რობერტ ბერნსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია, რომელიც სიმღერადაა ქცეული, რომლის ცნობილი სათაურებია: Oh my love is like a red, red rose, / My love is like red, red rose.
პოეტი ლექს იწყებს სიტყვებით რომ მისი სიყვარული ჰგავს წითელ ვარდს, რომ ის მსგავსია ახლად აყვავებული, ახლად გაშლილი ყვავილის.ბოლოს კი ტაეპი სრულდება იმით, რომ პოეტი საკუთარ სიყვარულს ადარებს სასიამოვნო, მისთვის ტკბილ მელოდიას.
მეორე სტოფში ის ახსენებს “bonnies lass”= attractive, pretty, sweetheart, გოგონა,რომელიც მას უყვარს უსაზღვრო, უძირო სიყვარულით.
მესამე სტროფი იწყება სიტყვებით, რომ პოეტს მისი მიჯნური ეყვარება მანამ სანამ ზღვა(gang=go, walk) დაშრება,სანამ მთები(till=until) დადნება მზეში, ან მზესთან ერთად(wi the sun= with the sun) ანუ პოეტი თავის სიყვარულს აღსასრულამდე აღუთქვამს თავის მიჯნურს, სანამ ის ცოცხალია, სულ ეყვარება( while the sands o’ life shall run= while I am still alive)
ბოლო სტოფებში, კი პოეტი გამოსამშვიდობებელი ფრაზით მიმართავს თავის სიყვარულს: And fare thee weel, my only Luve,
And fare thee weel a while!
ეს კუპლეტი შეიძლება გავიგოთ, როგორ დროებითი დამშვიდობება მიჯნურისადმი ან შესაძლოა ურჩევს რომ თავს გაუფრთხილდეს, fare= farewell, wheel=well, რაც სუფთა სკოტურია, ბოლოს კი პოეტი აღუთქვამს თავის მიჯნურს რომ ის მასთან მაინც დაბრუნდება თუნდაც ათასობით კილომეტრმა აშოროს მასთან, ანუ სიშორის მიუხედავად ის ისევ მასთან იქნება.
ლექსის შინაარსისა და მისი ქვეტექსიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ის რომანტიკულია. მასში მრავლადაა ბუნება: მზე, ყვავილები, კლდეები, მიწა, სასიყვარულო ფრაზები: ჩემო სიყვარულო, დაბოლოს ნოსტალგიური ფონი, დამშვიდობება, თუმცა ოპტიმისტური დასასრული.
<<< რაც შეეხება თემას, აქ რამდენიმე ქვეტექსტი იკვეთება:
·         სიყვარული, პოეტი შეყვარებულია თავის მიჯნურზე და ამას საქვეყნოდ აცხადებს, არ მალავს
·         ადამიანი და ბუნება, საკუთარი სიყვარული ბუნებასთან გაიგივებით პოეტი მეტ გრძნობას, ემოციას მატებს საკუთარ აზრებსა და შეგრძნებებს მიჯნურის მიმართ
·         დრო, ის რომ თავად ყვავილი red, red rose, წარმავალია - უდაო ჭეშმარიტებაა,თუმცა პოეტისთვის ის არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას, რადგან ფიქრობს რომ ნამდვილ სიყვარულს დროც ვერაფრს დააკლებს.
<<<რაც შეეხება ლექსის ფორმასა და მეტრულობას, ის დაწერილია ორი: ორი ბალადური და ჩვეულებრივი მეტრსაზომით. პირველი 8 ტაეპი ბალადურია, რაც გულისხმობს იმას რომ ლექსის 2-4 ტაეპები ერთმანეთს ერითმება, 1-3 კი არა. ხოლო ბოლო 8 ტაეპი ჩვეულებრივი საზომითაა დაწერილი იამბიკური ტრიმეტრით, სადაც 1-3 და 2-4 ტაეპებიც ერთმანეთს ერითმება.ბალადური მეტრის ფორმა იქნება: ABCB, ხოლო ჩვეულებრივი მეტრული ფორმა: ABAB.
ლექსი შედგება ოთხი კატრენისაგან. კატრენი ნიშნავს ოთხ ტაეპიან სტოფს.რითმა ჯვარედინია. თითოეული იამბიკური ტეტრამეტრი ოთხი ტერფისგან შედგება სადაც პირველი ოთხი მარცვალი უმახვილოა ხოლო, მომდევნო მახვილიანი.
მაგ: << As fair art thou, my bonnie lass>>
რობერტ ბერნსის ამ ლექს აქვს რამდენიმე ქართული თარგმანი.ერთი ეკუთვნის ღვაწლმოსილ მთარგმნელსა და ლიტერატორს თამარ ერისთავს, მეორე ვარიანტი კი -ნათია ჩუბინიძეს.
როგორც გამოუცდელი კრიტიკოსი მაინც შევეცდები რომ სხვა თუ არაფერი ერთმანეტისგან გავმიჯნო ეს ორი თარგმანი და გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება.
როგორც ამბობენ პროზის მთარგმნელი მთლიანად ემორჩილება, ემონება მწერალს, ხოლო პოეზიის მთარგმნელი კონკურენტია ლექსის ავტორისა.
პირველი რაც თვალში მომხვდა ეს იყო თამარ ერისთავის ინდივიდუალურობა,მეტი პროფესიონალიზმი. თამარ ერისთავი საკუთარ თარგმანში ხშირად მიმართავს მხატვრულ სალექსო საშუალებას - ტავტოლოგია,მაგ:
სადაც არ წავიდე ცხოვრების გზებით და
ცხოვრების მრუდებით,
გჯეროდეს ისევე შენ დაგიბრუნდები,
შენ დაგიბრუნდები.
ამასთანავე თუკი მას შევადარებთ ნათია ჩუბინიძის თარგმანს შევამჩნევთ რომ ამ უკანასკნელის თარგმანი უფრო ახლოს არის ორიგინალის ტექსტთან, რაც გულისმობს იმას რომ ის ინარჩუნებს შინაარსობრივ კონტექსტს. თამარ ერისთავიც ინარჩუნებს რა თქმა უნდა შინაარსობრივ მხარეს, თუმცა თარგმანი ვფიქრობ უფრო ქვეტექსტურია.

ჩემი სიყვარული წითელი ვარდია
(თარგმნა თამარ ერისთავმა)
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია, -
ტოტებზე აწვდილი,
ჩემი სიყვარული სიმღერის ჰანგია, -
ნაზი და ხმატკბილი.,
რაც უფრო კეკლუცობ, რაც უფრო ლამაზობ,
ნაზად იმზირები, -
უფრო ვიძირები მე შენს სიყვარულში,
უფრო ვიძირები.
მანამ მეყვარები, ვიდრე დაცხრებიან
დრო-ჟამის ქარები,
ვიდრე ზღვა დაშრება, ვიდრე კლდე დადნება,
მანამ მეყვარები.
სადაც არ წავიდე ცხოვრების გზებით და
ცხოვრების მრუდებით,
გჯეროდეს ისევე შენ დაგიბრუნდები,
შენ დაგიბრუნდები.



წითელი, წითელი ვარდი
(თარგმნა ნათია ჩუბინიძემ)
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია,
ბაღნარში ლამაზად გადაშლილი,
ჩემი სიყვარული ნაზი მოტივია,
მელოდია, ჰარმონიით აღვსილი.
როგორც ხელოვნება, მარად მშვენიერი,
ღრმაა სიყვარული ჩემი,
მანამ მეყვარები, ძვირფასო გოგონა,
სანამ მთლად დაშრება ზღვები.
სანამ ამოშრება, ძვირფასო, ეს ზღვები
და მზისგან დადნება ამაყი კლდის წვერი,
მანამ იარსებებს ჩვენი სიყვარული,
სანამ ჩაგვიქრება სიცოცხლის მზე, მწველი.
ახლა კი, მშვიდობით, ჩემო სიყვარულო,
გშორდები, გშორდები, ძვირფასო, კვლავ,
მაგრამ დავბრუნდები, ეს გწამდეს მარადის,
თუნდ რომ გვაშორებდეს უგრძესი გზა..

დასკვნის სახით აღვნიშნავ რომ რობერტ ბერნსი მართლაც, რომ ერთ-ერთი დიადი რომანტიკოსი პოეტია, რომელმაც საკუთარი მოკლეხნიანი სიცოცხლის განმავლობეში ბევრი რამ დაუტოვა შოტლანდიას და არა მხოლოდ მას. ქართველი მკითხველი აქტიურად არ იცნობს მის შემოქმედებას რაც ერთობ სამწუხაროა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ისეთი ახალგაზრდა მთარგმნელების საშუალებით, როგორიც თუნდაც ნათია ჩუბინიძეა  ქართველი მკითხველი თუ შეყვარებს- არა,  გაეცნობა მაინც ბერნსის შემოქმედებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია.
ეკატერინე კვანტალიანი




Tuesday, June 16, 2015

კრიტიკა ევროპიდან - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი - ვალდის ზატლერსი

„ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, თქვენ საკმაოდ ძლიერი ერი ხართ,“ -  ვალდის ზატლერსი
 ევროპის კვირეულის ფარგლებში, დღე,  4 მაისს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდის ზატლერსი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ გამოწვევებზე - ნატოსა და საქართველოს, ევროკავშირსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე. შეხვედრას მასპინძლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა.
შეხვედრის დაწყებამდე ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მზად არის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს,იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ეხება ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციას - ნატოს.
დასაწყისში ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა ლატვიის ათწლიან ისტორიაზე, თუ როგორი იყო ქვეყნის მდგომარეობა, მანამ სანამ ის გახდებოდა ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ლატვიის მდგომარეობა - ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით, მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა. შემდეგ შეხვედრა გადაიზარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ყოფილი პრეზიდენტი შესაძლებლობისდაგვარად პასუხობდა სტუდენტების მხრიდან დასმულ საკმაოდ მწვავე და აქტუალურ კითხვებს. კითხვა-პასუხის პერიოდში პრეზიდენტი შეეხო რუსეთ-უკრაინის კრიზის და აღნიშნა რომ რთულია წინასწარ ითქვას რაიმე რუსეთ-უკრაინის სამომავლო ურთიერთობაზე, რადგან უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ მწვავე და სავალალოა. ყოფილი პრეზიდენტი ყოველი  პასუხის მონაკვეთში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა ბევრად წინ წაიწევს, როდესაც ის გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო, რაც სავარაუდოდ 6-7 წელიწადში განხორციელდება, - მანამდე კი აუცლებელია სტაბილური პოლიტიკის არსებობა, რათა საქართველო შეუერთდეს ზემოთხსენებულ ორგანიზაციებს, - განაცხადა ვალდის ზატლერმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველოს ყველაზე დიდი დაბრკოლება კანონის უზენაესობის საკითხთან მიმართბაში გააჩნია და რომ ამ შემაფერხებელ მდგომარეობას აუცილებლად საჭიროებს გაუმჯობესებას.
„ეს არის გზა, რომელიც თქვენ გაგხდით საკუთარ თავში დარწმუნებულ, გაბედულ და ძლიერ სახელმწიფოს,“- აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეხვედრა საკმაოდ ოპტიმალურ ნოტაზე დასრულდა. ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად, საქართველოს რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური მდომარეობისა ეს ქვეყანა მაინც
 უნდა იყოს ძლიერი და სტაბილური, რათა შეუერთდეს ევროკავშირისა თუ ნატოს. „ ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, თქვენ საკმაოდ ძლიერი  და შეუპოვარი ხალხი ხართ, რომელსაც ყოველთვის მხარს დაუჭერს ევროპის სახელმწიფოები და მათ შორის ლატვიაც,“ - განაცხადა ვალდის ზატლერმა
ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრა ქართველი სტუდენტებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. „მიუხედავად იმისა რომ ექს-პრეზიდენტს ყველაფერში არ ვეთანხმები, მაინც მგონია რომ მისი რჩევები ჩვენთვის, სტუდენტებისთვის საკმაოდ სასარგებლო და დამაფიქრებელია“ -  განაცხადა გლორია მჭედლიშვილმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა.

დასასრულს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორმა ვლადიმერ პაპვამ ლატვიის ყოფილ პრეზიდენტს სიმბოლურად მედალი გადასცა.



ჟურნალისტური ჩანაწერებიდან

ბრიტანეთის პოლიტიკური პარტიები / British Political Parties

სანამ უშუალოდ ბრიტანეთის პოლიტიკურ პარტიებს ვახსენებთ,მანამდე უმჯობესია რამდენიმე სიტყვით თავად პოლიტიკური პარტიის დეფინიცია განვმარტოთ.
პოლიტიკური პარტია ეს არის გარკვეული რაოდენობის ადამინთა გუნდი/ჯგუფი- ორგანიზაცია,რომლებსაც აერთიანებს ერთი პოლიტიკური იდეოლოგია და მიისწრფება, რათა მოიპოვონ პოლიტიკურიძალაუფლება.როგორც წესი დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს სხვადასხვა დასახელებისათუ იდეოლოგიების მქონე პოლიტიკური პარტიები, რომელთა არჩევა ხორციელდება საყოველთაოარჩევნების გზით და სწორედ არჩევნები განსაზღვრავს ამა თუ იმ პოლიტიკური  პარტიის გამარჯვებასა და შესაბამისად საკანონმდებლოუფლების მოპოვებას.
ბრიტანეთში პოლიტიკურ პარტიათა იდეა ჯერ კიდევ მე-17საუკუნეში გაჩნდა. ეს იყო პოლიტიკური გაერთიანებები, ფრაქციები, რომლებიც უმეტესადატარებდნენ პოლიტიკურ პარტიათა ელემენტებს. ეს ორი ფრაქცია ერთმანეთს 1642-1651 წელსდაუპირისპირდა  ინგლისის სამოქალაქო ომის პერიოში,ისინი პარლამენტარები (‘მრგვალთავიანები- roundhead)და როიალისტები (კავალერები- Cavaliers) იყვნენ.სწორედ პარლამენტარები და როიალისტები წარმოადგენენ ბრიტანეთის პირველპოლიტიკურ პარტიათა სახეს. პარლამენტარები მოითხოვდნენ აბსოლიტური მონარქიის კონსტიტუციურიმონარქიით ჩანაცვლებას და დაუპირისპირდნენ მეფე ჩარლზ პირველს. ამ უკანასკნელს კი მხარსუჭერდნენ  როალისტები, თუმცა ისინი ამ ბრძოლაშიდამარცხდნენ.საბოლოოდ კი ტახტზე ადის ჩალზ მეორე, რასაც შემდგომში მოჰყვა ინგლისისრესპუბლიკად გამოცხადება 1649-1653 წლებში შემდგომში კი ოლივერ კრომველის პროტექტორატი.
ბრიტანეთის პოლიტიკურ პარტიათა რეალურ სახეს წარმოადგენენტორებისა და ვიგების პარტიები. ორივე პარტია 1678 წელს ჩამოყალიბდა. Whigs - ვიგები თავად სიტყვა შოტლანდიურ-გაელიკურია, რომელიცცხენის ქურდს ნიშნავს. ვიგები ემხრობოდნენ ინგლისში კონსტიტუციური მონარქიის არსებობასდა არა აბსოლუტიზმს. ვიგებს დაუპირისპირდა ტორების პარტია იმ მიზეზით, რომ მათ არ სურდათმეფე ჯეიმსი (ჯეიმს II da-VII)იორკის ჰერცოგის გამეფება, რომელიც იყო კათოლიკე. ტორი კი თავადტერმინი ირლანდიური წარმოშობისაა და პაპისტთა მოწინაარმდეგეებს ნიშნავს.
მიუხედავად ზემოთ აღნისნული ფაქტებისა ბრიტანეთის ისტორიულიწყაროები ამტკიცებენ რომ ვიგებისა და ტორების ე.წ. პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბება  მხოლოდ 1784 წელს მოხდა. ტორების პარტიის პირველილიდერი, ახალგაზრდა გამოჩენილი ვილიამ პიტი გახლდათ. ტორები საჯაროდ იცავდნენ ქვეყნისჯენტრებისა და ვაჭართა ფენის ინტერესებს, ამასთანავე მხარს უჭერდნენ ადმინისტრაციულჯგუფებს. მაშინ როდესაც ამ პერიოდის ვიგების პარტია გამოხატავდა რელიგიური განხეთქილებისმომხრეთა ინტერესებს და მოითხოვდნენ საარჩევნო, ინდუსტრიულ თუ საპარლამენტო ცვლილებებს.მისი პირველი ლიდერი ჩარლზ ჯეიმს ფოქსი გახლდათ. ბრიტანეთის ისტორიაში მრავალი მონარქიხშირად მხარს უჭერდა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებს, ასე მაგალითად დედოფალიანა ტორიელი მონარქი იყო, რომელიც მხარს უჭერდა ანგლიკანურ ეკლესიას, ხოლო ჯორჯ I  ჰანოვერი, რომელიც ანას შემდეგ ავიდა ბრიტანეთის ტახტზე ვიგების ინტერესებსგამოხატავთა. სწორედ ამ პრინციპით წარსულში, ხან ერთი პარტია მოიპოვებდა ჰეგემონს  ხან მეორე.
ტორებისა და ვიგების პარტია შემდგომში რეფორმირდა როგორც:კონსერვატორები და ლიბერალები. კონსერვატორები მხარს უჭერენ კერძო საკუთრებისა და საწამოოუფლებების განვითარებას, ამასთანავე ისინი ტრადიციებისა და ტრადიციული ინსტიტუტებისშენარჩუნები მომხრენი არიან. შემდეგ კი 1900 წელს სოციალური საკითხების აქტუალურობამდა წარმოების განვითარებამ, ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პარტიის  ლეიბორისტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი,  1922 წლიდან კი ლეიბორისტები კონსერვანტების მთავარიოპონენტები გახდნენ, დღესდღეობით  კი ეს ორიპარტია: კონსერვატორები და ლეიბორისტები მნიშვნელოვანწილად განკარგავენ ბრიტანეთისპოლიტიკურ ცხოვრებას.
რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას ის მე-20 საუკუნისადრეულ წლებში ჩამოყალიბდა.ლეიბორისტული პარტიის პირველი ლიდერი რამსი მაკდონალდი გახლდათ.ესპარტია გამოხატავდა მუშათა კლასის მისწარაფებებს. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისშემდეგ კი ამ ძალამ დიდი უპირატესობა მოიპოვა, 1923 წლის არჩევნებში კი მან დაამარცხაკონსერვატორები და მინისტრთა  კაბინეტიც თავისიგუნდით დააკომპლექტა. დღესდღეობით ამ პარტიის ინტერესებში შედის სავაჭრო ურთიერთობებისადა ეკონომიკური კეთილდღეობის შემქმნა ქვეყანაში და ამასთანავე სოციალური სერვისებისუზრუნველყოფაც.
დღეს ბრიტანეთის სამეფოს რამდენიმე პოლიტიკური პარტიაჰყავს, მათ შორის არიან: ლიბერალ-დემოკრატიული პარტია,მწვანეთა პარტია, სოციალ-დემოკრატიულიპარტია და ა.შ   თუმცა ტრადიციისამებრ რეალურადბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღესდღეობით არსებობს ორი ყველაზე მძლავრი პარტია:ლეიბორისტები და კონსერვატორები.
 კონსერვატორების ცნობილი ლიდერებია არიან: უისტონჩერჩილი, მარგარეთ ტეთჩერი  მეორე მსოფლიო ომსადა ცივი ომის პერიოდში.კლემენტ ეტლი კი ლეიბორისტული პატიის ცნობილი ლიდერია მეორემსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.

ბოლო პერიოდის მონაცემებით 2005 წლის მაისი არჩევნებშიგაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ უპირატესობა 355- 198 ადგილი პარლამენტში. პრემიერმინისტრი გახდა გორდონ ბრაუნი, ხოლო 2010 წლის მაისი მონაცემებით გაიმარჯვეს კონსერვატორებმაუპირატესობით 306-258, ლიდერი დევიდ კემერონი დღემდე.
ბრიტანეთი ამ ეტაპზე არჩევნების სამზადისში იმყოფება.2015 წლის 7 მაისს ხუთშაბათს ბრიტანეთის ოლქებში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები.ხალხიკიდევ ერთხელ გააკეთებს საკუთარ არჩევანს. როგორც ვიცით ბრიტანეთის საარჩევნო წესიმორგებულია ‘’გამარჯვებულს მიაქვს ყველაფრის“” the first past the post” პრინციპით.
ამჟამად არ მიმდინარეობს საპარლამენტო სხდომები. პარლამენტიდათხოვნილ იქნა 2015 წლის 25 მარტს.
არჩევნების დასრულებიდან მეორე დილას მასმედიის საშუალებითსაზოგადოება შეიტყობს გამარჯვებული პარტიის ვინაობას, ხოლო 18 მაისს ახლად დაკომპლექტირებულიპარლამენტი ხელახლა შეიკრიბება და განაახლებს მუშაობას.
კონსერვატორების დღევანდელი ლიდერია: დევიდ კემერონი,ლეიბორისტული პარტიისა: დევიდ მილიბენდიი. ბრიტანეთში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ  ლიბერალ-დემოკრატებს, ამ პარტიის ლიდერი დღესდღეობითნიკ კლეგია.
პარტიები ამჟამად საარჩევნო კამპანიებს მართავენ ბრიტანეთისსხვადასხვა ოლქებში და სიტყვით მიმართავენ ხალხს.
ბრიტანეთის ოფიციალურ არხზე „ ბიბისზე“ (British broadcasting Corporation) ხალხთა მასობრივი აზრის გამოკითხის საფუძველზე ამ არჩევნებში ლეიბორისტულპარტიას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას, განსაკუთრებით შოტლანდიის, ჩრდილო- აღმოსავლეთინგლისისა და ცენტრალური ინგლისის ოლქებში, მათ შორის ლონდონშიც. თუმცა მოვლენებს ნუგავუსწრებთ არჩევნების შედეგები ხშირად ისეთივე მოულოდნელია, როგორც ნოველების დასარული,ამიტომ დაველოდოთ 8 მაისის დილას.
P.Sş
2015 წლის 8 მაისის არჩევნებში გაიმარჯვა კონსერვატორებმა. მათ მოიპოვეს უმრავლესობა პარლამენტში.მის მთავარ მოწინააღმდეგე ძალად კი ისევ ლეიბორისტები რჩებიან.

ბრიტანეთის ისტორია მენთეშაშვილი

პოლიციელი და ჰიმნი / The Cop and Anthem

მხატვრული ხერხები ო’ჰენრის ნოველაში „პოლიციელი დაჰიმნი“
‘The Cop and Anthem’
სანამმხატვრული ხერხების თითოეულ სახეს განვიხილათ,აუცილებელია განვიხილოთ სიუჟეტი დაამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი ყველა შესაძლო დამახასიათებელი ნიშანი,რაცსაყურადღებოა ნაწარმოების განხილვის პროცესში.
სიუჟეტის განვითარებარამდენიმე ეტაპისგან შედგება: კვანძის გასკვნა,კულმინაცია და კვანძისგახსნა.სიუჟეტის კომპონენტებს წარმოადგენს ასევე: პროლოგი, ექსპოზიცია დაეპილოგი.გამომდინარე იქედან, რომ ნოველას(რაც ჩვენი განხილვის ძირითადი საგანია)არ გააჩნია არც პროლოგი და არც ეპილოგი, ჩვენი ყურადღება ეპყრობა ექსპოზიციას(როგორცლიტერატურულ ცნებას), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია ჩვენთვის მოცემულ მცირე ზომისნაწარმოებებში, რომელსაც ნოველა ჰქვია.
ექსპოზიცია(ლათ. Exposition - ახსნა, გადმოცემა) ასახავს ამოსავალ ვითარებას სიუჟეტისგაშლისთვის.არსებობს: პირდაპირი, დაყოვნებული და შებრუნებული ექსპოზიციის სახეები.ექსპოზიციაში მწერალი წინასწარ გვამცნობს მოქმედ პირებს სოციალურ თუ ისტორიულვითარებას.ექსპოზიციის სახე ბუნების აღწერაც,რაც ო’ჰენრის მოცემულ ნოველასიპოლიციელი და ჰიმნი“ კარგად არის sგადმოცემული,კონკრეტულად კი ეს ეხება ზამთრისმოახლოებასთან დაკავშირებულ სამზადისს.
მაგ:,,როცა გარეული იხვების გუნდი ცაში აფრინდება, როცა სიასამურის ქურქზე მეოცნებეცოლი ქმარს დაუტკბება, როცა სოპი პარკში ძელსკამზე აწრიალდება, ეს ნიშნავს -ზამთარი კარს მოგვადგა.“
‘When wild geesehonk high of nights, and when women without sealskin coats grow kind to theirhusbands, and when Soapy moves uneasily on his bench in the park, you may knowthat winter is near at hand.’
ექსპოზიციის სამი ძირითადი სახეობიდან, ო’  ჰენრის ნოველაში,, პოლიციელი და ჰიმნი“ გვაქვსპირდაპირი ექსპოზიციის მაგალითი. მწერალი თავიდანვე გვამცნობ სოპის პიროვნებას,ყოველივე ამას კი გადმოგვცემს კვანძის შეკვრამდე.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სიუჟეტისსამი ძირითადი ნაწილი - კვანძის გასკვნა, კულმინაცია და კვანძის გახსნაა.გაკვანძვასიუჟეტის განვითარების მნისვნელოვან მომენტს წარმოადგენს.სიუჟეტის ამ მონაკვეთშიიბადება კონფლიქტი.

მოცემულ ნოველაში გაკვანძვად ითვლება სიუჟეტის ისმომენტი, როდესაც სოპი აცნობიერებს:


...“მოსულა დრო,მოახლოებული სუსხისა და ყინვისგან საკუთარი პერსონის გადარჩენა“
‘Soapy's mind became cognisant of the fact that the time had come for him tore solve himself into a singular Committee of Ways and Means to provide against the coming rig our.’
ან
„სამითვე საიმედო თავშესაფარი და უზრუნველი ლუკმა სასიამოვნო კომპანიაში, ჩრდილოეთისქარისა და პოლისმენებისგან დაცვა - ეს სოპის ოცნების მწვერვალს წარმოადგენდა.“
Three months on the Island was whathis soul craved. Three months of assured board andbed and congenial company, safe from Boreas and bluecoats, seemed to Soapy theessence of things desirable.
კულმინაცია - ეს სიუჟეტის ის ნაწილიაროდესაც მოქმედებები აღწევს თავისი განვითარების პიკს, რის შემდეგაც არ ხდებარაიმე გადამწყვეტი  მნიშვნელობის მქონემოვლენა.მოცემულ ნოველაში განვითარების მწვერვალს წარმოადგენს ვითარება, როდესაცსოპის პიროვნებაში იწყება სულიერი ძვრები, გონს მოეგება, მას შემდეგ რაც მოისმენსსაეკლესიო ჰიმნს და გადაწყვეტს რომ ხვალიდან იწყებს ახალ, ადამიანურ ცხოვრებას დარომ აქამდე ყველაფერი ამაო იყო.
‘Those solemn but sweet organ noteshad set up a revolution in him.’
კულმინაციის უშუალო შედეგია კვანძისგახსნა, რითაც სიუჟეტი მთავრდება. მისი ნიშანდობლივი თვისებაა წინააღმდეგობათამოხსნა.
მოცემულ ნოველაში კვანძის გახსნაემთხვევა იმ მოულოდნელ,თუმცა ლოგიკურ დასასრულს, როდესაც სოპის ჩაეძინება პარკშიდა ამ მიზეზით დააპატიმრებენ.
შესაბამისი სოციალური თუ კულტურული დონის აღსაწერადმრავლად გამოიყენება ტროპის ისეთი სახეობები, როგორიცაა: მეტაფორა, შედარება,სინექდოტე და სხვ.
ასევე სხვადასხვა მხატვრული ხერხები:  ირონია, ეპითეტი და ა.შ
მხატვრული ხერხებიდან ირონია, კერძოდ კი ბედისირონია მთლიანად გასდევს ნოველის სიუჟეტს.
ირონია (ბერძ. Eironiea - მოჩვენებითობა,თვალთმაქცობა) თავაზიანობით შენიღბული დაცინვაა. ირონიის გაგება გარკვეულგანათლებას მოითხოვს მკითხველისგან.მოცემულ ნოველაში „პოლიციელი და ჰიმნი“, ნაწარმოებიმხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგება ირონიულად, თუკი მკითხველი გარკვეულია ავტორისეულპოზიციაში.
ირონიაში გამონათქვემები დადებითი ფორმითააგამოყენებული,მაგრამ მათი შინაარსი უარყოფითია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნოველაში ‘პოლიციელი დაჰიმნი’ გამოყენებულია ბედის ირონიისთვის დამახასიათებელია მრავალი სიტყვები თუგამონათქვემები.მხატვრული სასუალების ეს სახე ანტიკურ სამყაროში გაჩნდა. ეს არის ირონია,როდესააც გმირი ვერ ხვდება, რომ მის ქმედებებში ჩასახულია  მისივე კრახი. ბედის ირონიასთან პირაპირკავსირსია სიტუაციური ირონია, როდესაც ყველაფერი მოქმედი გმირის საპირისპიროსხდება.სწორედ სიტუაციური ირონიით არის განპირობებული სოპის ცხოვრებაც ნოველაში,როდესაც ის ცდილობს რომ ხელში ჩაუვარდეს პოლიციელებს - არავინ იჭერს, ხოლო მას შემდეგრაც გააცნობიერებს საკუთარი ცხოვრების ჭეშმარიტი არსის მდგომარეობას - მოდის„პოლისმენი“ და ,,სამი თვით გაამგზავრებს საოცნებო კუნძულზე“. ო’ჰენრის ნოველებისწორედ ამგვარი მოულოდნელი დასასრულით არის ცნობილი, სწორედ ამიტომ კვანძისგახსნის ამგვარ მოულოდნელობას ხშირად „ო’ჰენრის დასასრულსაც“ უწოდებენ.
ნოველაში ბედის ირონიის გამომხატველიგამონათქვამებია:
მაგ:
„...ერჩივნა,,კანონის“ სტუმარი გამხდარიყო....  სამაგიეროდ ჯენტლმენის პირად საქმეებში ცხვირს არავინ ჰყოფს“
‘Wherefore it is better to be a guest of the law... Does not meddle unduly with a gentleman's private affairs.’

ნოველაში, შესაბამისი სოციალური მგომარეობისაღსაწერად, ხშირად გამოიყენება მეტაფორის აღმნიშვნელი სიტყვები თუ გამონათქვამები.
მაგ:   „დანაშაულებრივი“ ფეხსაცმლითა და ,,ყბადაღებული“შარვლით ...
        ‘frayed trousers and decadent shoes...’
ნაწარმოებში მრავლად არის შედარებისგამომხატველი წინადადებებიც:
მაგ: „როგორც კეისარს ჰყვას თავისი ბრუტუსი, ასევე ყოველსაქველმოქმედო საწოლს თანს სდევს აუცილებელი აბაზანა.
‘ As Caesar had his Brutus, every bed of charity must have its toll of a bath...’
ნაწარმოებში ვხვდებით ასევეპოლისინდეტონის მაგალითებსაც.რაც შეეხება ამ უკანასკნელ,ის ერთნაირი სიტყვებისგამეორებას გულისხმობს, იმ მიზნიტ რომ ხაზი გაესვას იდეას ან აღწერილ მოქმედებას.
მაგ:
·        ‘On his bench in Madison Square Soapy moveduneasily’ – „მედისონ სკვერში სოპი თავის სკამზეაწრიალდა“
·        ‘When Soapy moves uneasily on hisbench in the park, you may know that winter is near at hand’ – “როცა სოპი პარკში ძელსკამზე აწრიალდება, ეს ნიშნავს -ზამთარი კარს მოგვადგა.“
ნოველაში ოსტატურადაა გამოყენებული ამერიკული სლენგი, რაცდამახასიათებელი მაწანწალის ლექსიკისთვის და აბსოლიტურად შეესაბამება ნოველაშიასახულ მდგომარეობას. სლენგი, ეს ტერმინი თავდაპირველად ძველი ფრანგული ფრაზიდან"sale langue", რომელიც ინგლისური თარგმანით ნიშნავს "ბინძურენას". სლენგი მიჩნეულია არასტანდარტულ ენად,რომელიც არის სალაპარაკო(colloquial), ხანდახან ვულგარული და ყოველთვის მოწინავე. სხვა არაფერი იცვლებაისე სწრაფად კულტურაში, როგორც სლენგი.  ისძირითადად გამოიყენება ახალგაზრდების მიერ, რისი მეშვეობითაც ისინი გამოხატავენსაკუთარ სულიერ დამოუკიდებლობას, ან სლენგი გვხვდება დაბალი კლასის ადამიანებისლექსიკაში, რომლებსაც არასაკმარისი ცოდნა გააჩნიათ.
ნოველაში ამერიკული სლენგის მაგალითებია:
bluecoats -ლურჯპიჯაკიანები (იგულისხმებაპოლიციელები)
თუმცა ეს გამოთქმა შესაძლოა ჩავთვალოთ ტროპის ისეთსახეობად, რომელსაც ჩვენ სინეკდოქეს ვუწოდებთ.
სინეკდოქე ( ბერძ. Synecdoche - თანაფარდობა,შეფარდება) ტროპის ისეთი სახეობაა, რომელშიც რაოდენობრივი დამოკიდებულებისსაფუძველზე ერთი ცნება იცვლება მეორეთი.მოცემულ მაგალითში გვაქვს სინეკდოქეს ისეთისახეობა როდესაც მთელის აღნიშვნა ხდება ნაწილის ნაცვლად. ინგლისურად bluecoatsმრავლობით რიცხვში დგას და ზუსტი თარგმანით ქართულში „ლურჯი პალტოები“შეესატყვისება, რაც ნაწარმოებში გადატანითი მნიშვნელობით ამერიკელ პოლიციელსაღნიშნავს.
Theytook their heels - მოტყდნენ (გაიქცნენ)

დასკვნა
დასკვნის სახით შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ,რომ  მოცემული ნოველა თავისი მხატვრულიხერხებითა და საშუალებებით საუკეთესოდ აღწერს მე-20 საუკუნის აშშ-ს მძიმე,სოციალურ ყოფას,როდესაც ნიუ-ორკის ქუჩების სავსეა მაწანწალებითა და კრიმინალებით.სწორედ ამ თემის აქტუალურობამ განაპირობა ,ის რომ ო’ჰენრმა შექმნა ნოველა,რომელსაც ჩვენ  ‘პოლიციელი და ჰიმნის“სახელით ვიცნობთ. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას რომ ეს ნოველა დღესაც არკარგავს პოპულარულობას.
შესაბამისი სოციალური კონტრასტისა და ვითარებისშესაქმნელად ავტორი იყენებს სხვადასხვა სახის მხატვრულ თუ ტროპულ საშუალებებს,სწორედ ისინი ჰქმნიან ნოველას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს მკითხველისათვის.
და ბოლოს ო’ჰენრის პირადი ცხოვრებისგათვალისწინებით მოცემულ ნოველაში შეინიშნება ისეთი სიტუაციები რომელიცუკავსირდება მწერლის სულიერ სამყაროსა და განცდებს, ეს კიდევ ერთი დეტალია,რომელიც კიდევ უფრო აინტერესებს მკითხველს.
 გამოყენებული ლიტერატურა:
shmoop.com
en.wikipedia.org