აივენჰო - უოლტერ სკოტი
·
უოლტერ
სკოტი- ბიოგრაფია
·
რომანი
„აივეჰო“
-
ლიტერატურული
ჟანრი
-
შინაარსი
-
თემა
-
ანალიზი
·
დასკვნა
უოლტერ სკოტი შოტლანდიელი
პოეტი, დრამატურგი და ისტორიული რომანის მამამთავრად წოდებული დაიბადა 1771 წელს ედიმბურგში,
იურისტის ოჯახში.სკოტების გვარი ერთ დროს საკმაოდ სახელმოხვეწილი გახლდათ, თუმცა ბოლო
პერიოდში ისინი გაღარიბდნენ და ძველი პატივიც დაკარგეს.
სოფლად ბებიასთან
გამგზავრების შემდეგ უოლტერმა ბევრი თქმულება, ლეგენდა თუ ამბები შეიტყო შოტლანდიის
ისტორიული წარსულიდან. პროვინციაში ცხოვრებისას ის დიდ დროს ატარებდა შოტლანდიელ მწყემსებთან,
რა დროსაც ის ბევრ საინტერესო თქმულებას იგებდა საკუთარი სამშობლოს შესახებ.
წერა-კითხვის სწავლის
შემდეგ, მშობლებმა ედიმბურგში სკოლას მიაბარეს. იურისტ მამას შვილიც თავისი პროფესიითვის ჰყვდა გამწესებული. უოლტერ
სკოტმა მართლაც მიიღო იურისტის წოდება და რვა წლის მანძილზე იმუშავა კიდეც ადვოკატად,
თუმცა 1800 წელს ის საბოლოოდ შეეშვა მის პროფესია და მთელი თავისი ძალისხმევა ლიტერატურულ
მოღვაწეობას შესწირა.
როგორც ცნობილია
უალტერ სკოტს ისტორიულ თემებზე წერა ერთ-ერთმა ირლანდიელმა ახალგაზრდა ქალმა მწერალმა
მერი ეჯუორთმა აიძულა. მერი ეჯუორტი წერდა ირლანდიის ისტორიულ მოვლენებსა თუ ლეგენდებზე.
როგორც რუსი კრიტიკოსი
ვესარიონ ბელინსკი აღნიშნავს უოლტერ სკოტი იყო პირველი რომელმაც რომანში გმირების
, მეფეების, ჰერცოგებისა თუ სხვა დიდგვაროვანი ლორდების გვერდით აღწერა ჩვეულებრივ,
კერძო ადამინთა ცხოვრება, ისტორიული მოვლენები დაუკავშირა, კერძო შემთხვევებს - გამოგონილ
პერსონაჟებსა თუ ფაქტებს. „ უბრალო ადამინებისთვის ლიტერატურის კარი ისეთივე დახშული
იყო, როგორც „ კეთილშობილთა“ მიუვალი ციხე-კოშკები“ - ბესარიონ ბელინსკი. ეს ზღუდე
მოშალა სკოტმა, რადგან „ ყველა ადამიანს აქვს უფლება ყურადღების საგანი გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია,“(ბელინსკი)
სკოტის ისტორიულ
რომანებში: „უევერლი“, „აივენჰო“, „რობ- როი“, „ვუდსტოკი“, „პურიტანები“ და სხვ. ავტორი
გაურბის შიშველი ისტორიული ფაქტების ჩვენებას, ამ ფაქტებს ჩვენ კერძო ადამიანების ცხოვრებასთან
კავშირში ვიგებთ. ისტორიულ რომანში, ისტორია როგორც მეცნიერება ებმის ხელოვნებას, როგორც
სინამდვილე გამონაგონ მოვლენებს, რაც მთლიანობაში ქმნის ლიტერატურულ შედევრს.
თავდაპირველად ვოლტერ
სკოტი არ წერად თავის სახელით, თუმცა როგორც ამბობენ მას შემდეგ, რაც ბაირონმა მასთან
საუბარში საქვეყნოდ გამოოაშკარავა მისი სახელი , უოლტერ სკოტი იქცა მსოფლიოს უდიდეს
მწერლად.
აი რას ამბობენ
ცნობილი ლიტერატურული მოღვაწეები ვალტერ სკოტზე:
„ჩვენი მამა უოლტერ
სკოტი“- ბალზაკი
„შოტლანდელი ჯადოქარი“
- ალექსანდრე პუშკინი
„ხელოვნების მსოფლიო
გენიოსი“ -ვესარიონ ბელინსკი
უალტერ სკოტი გარდაიცვალა
1832 წლის 21 სექტემბერს როქსბურგში, შოტლანდიაში.
რომანი „აივენჰო“
რომანი ერთ-ერთი
ცნობილია უოლტერ სკოტის შემოქმედებაში, რომელსაც დიდძალი წარმატება ხვდა წილად, თუმცა
ეს რომანი არ აღწერს შოტლანდიის ისტორიულ მოვლენებსა თუ ქრონიკებს ისე როგორც“ უევერლი“
და“რობ- როი“.
ზოგადად რომანი
აღწერს მე-12 საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისში მომხდარ ამბებს, როდესაც მეფე რიჩარდ
ლომგული-პლანტაგენეტი წმინდა საფლავის დასაცავად ებრძვის სარკინოზებს ჯვაროსნულ ომებში.მისი
ბრძოლის პერიოდში ინგლისში ჯონი უმიწაწყლოდ წოდებული სასტიკი და უსამართლო უფლისწული,
რიჩარდის ძმა განკარგავს ქვეყანას, რომლის მმართველობით დიდ სატანჯველში აღმოცნდა ისედაც
დაპყრობილი და დამორჩილებული საქსები.. რომანი აღწერს ისტორიული თუ გამონაგონი გმირებით
ანგლო-საქს ფეოდალთა დაპირპირებას ნორმან ჰერცოგებთან. სასიყვარულო ამბები და თავგადასავლები
ავსებს ამ რომანის შინაარსს.
რომანის სცენა იწყება
ცნობილი მონოლითური ნაგებობის „ სტოუნჰენჯის“ მიდამოებში, სადაც ცნობილი საქსონელის
სედრეკის მსახურები ღორების კოლტს მწყემსავენ.
პირველ თავებში საინტერესოა მასხარას სიტყვები ის თუ როგორ დაიმონეს ნორმანებმა საქსები
და რომ ეს დამარცხება თავად ინგლისურ ლექსიკონშიც კარგად ჩანს: „ძველებურად საქსონური
„ox”
ჰქვია; მაგრამ როგორც
კი დიდებულთა პატივსაცემ ყბებს მიერთმევა ჩასახრამუნებლად მაშინვე თავაზიან ფრანგ რაინ
„beef”
გარდაიქმნება, ასე მოსდის
ხმოსაც „ კაფია“ მერე მუსიო „ვო“.მსახურთა ამ საუბარში კარგად ჩანს მათი გულისტკივილი,
რომ ისინი ვერაფრით შეეგუენ ნორმანთა ბატონობას, რომლებსაც ტყეებში კი თავისი კანონი
დაუწესებიათ(საქსონელებს არ შეეძლოთ ნორმან ბატონთა ტყეებში ნადირობა.)
რომანის პირველივე
თავებში ვეცნობით საქსონელ სედრეკს, რომელსაც უმშვენიერესი აღსაზრდელი როენა ჰყავს,
სედრეკის პიროვნებაში, დიდია წინაარმდეგობა ნორმანების მიმართ და მაშინ როდესაც მწირი
ნომანელი მღვდლის თანდასწრებით ახსენებს საქსონელ
რაინდებს ჯვაროსნულ ბრძოლებში,სედრეკი სიამაყით ივსება და ადასტურებს რომ ისინი ჭეშმარიტი
საქსონები არიან.
რომანში საინტერესოა
უფლისწული ჯონის სახე, თუ როგორი აშკარაა მწერლის უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ,
თუ რა უზნეო და ავხორცი მეფე იყო. მწერალი წერს რომ იმ ხანად ისეთი სისატიკე სუფევდა,
რომ ცოცხალი გარდაცვლილს შეჰნატროდა, რადგან მათ მომავალ ვაი-უბედურებას მაინც დააღწიეს
თავი.
რომანში მეფის აღვირახსნილობასთან
ერთად გამოაშკარავებულია იმ დროინდელი სამღვდელოების ტრფობა ფუფუნების მიმართ და მათი
უზნეო საქციელი.
გარდა ამისა ყურადღება
ექცევა ებრაელი ისააკის პიროვნებას და ინგლისელების დამოკიდებულებას ებრაელების მიმართ.
უოლტერ სკოტი რომ მოსწრებოდა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს მაშინ ალბათ არ დაწერდა
შემდეგს:
„ არა სულიერს მიწაზე წყალსა თუ ცაში ისეთი განუწყვეტელი
, საერთო და შეუბალებელი დევნა არ განუცდია , როგორც იმ ხანად ებრაელებს“
ისააკს ჰყავს ულამაზესი
ქალიშვილი რებეკა, რომლის სილამაზით თავად პრინცი ჯონიც მოიხიბლა. რებეკასთვის უდიდეს
ტვირთად იქცევა მისი ებრაელობა. მას ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარს რაინდი აივენჰო, თუმცა
სწამს რომ მიუხედავად ჭეშმარიტი გრძნობისა გადაულახავია ის დაბროკოლება რომელიც ებრაელ
ქალსა და ქრისტიან რაინდს შორის არსებობს.
რომანში რამდენიმე
სასიყვარულო ურთიერთობას ვხვდებით აივენჰოსა და სედრეკის აღზრდილს როენას შორის, რომელიც
ბედნიერად სრულდება, აივენჰოსა და რებეკას; რებეკასა და ბოი გილბერტს შორის, რომელიც
თავიდან განწირულია.
რომანის მთავარი
გმირი უილფრედ აივენჰო ქრისტიანი, ნორმანი რაინდია, რომელიც რიჩარდ ლომგულთან ერთად
იბრძვის ჯვაროსნულ ომებში, მას შეუყვარდება სედრეკის აღზრდილი როენა, რომელიც საქსონური
წარმოშობისაა. მატ ურთიერთობას ეწინაარმდეგება სედრეკი, რომელსაც არ სურს საქსონელისა
და ნორმანის შეუღლება, რადგან ამ უკანასკნელთ თავის დაუძინებელ მტრად მიიჩნევს.
რომანი სრულდება
როენასა აივენჰოს ქორწინებით რაც ხდება საქსონებისა და ნორმანების საბოლოო გაერთიანებად
და „შეუღლებად“, რომელიც მნიშვნელოვან წილად გამყარდება „ასწლიანი ომის“ პერიოდში,
ედუარდ მე-3 სა და ჰენრი მე-5 მეფობის პერიოდში, სადაც ნორმანები და საქსები გაერთიანდებიან
საერთო მტრის ფრანგების წინაარმდეგ(1337-1453).
თემა:
რომანში იკვეთება
რამდენი თემა
·
პატრიოტიზმი
·
უცხოელი
და „სხვები“
·
ოჯახი
·
სოციალური
უთანასწორობა
·
პატრიოტიზმი
პატრიოტიზმი, რომელიც
ხშირ შემთხვევაშო დადებითი მნიშვნელობით გვხვდება, მწერალი აბსოლიტურად უარყოფით ემოციას
აღგვიძრავს ამ მიმდინარეობის მიმართ. ის არ უჭერს მხარს სედრიკ საქსონელის აზრს ნორმანების
წინაარმდეგ აჯანყების კუთხით.როგორც ვიცით ეს რომანი გამოიცა 1819 წელს ანუ სულ რაღაც
5 წლის შემდეგ რაც ნაპოლეონი დამარცხდა ომში და რა დროსაც ინგლისელებმა გამარჯვება
მოიპოველ ვატერლოოსთან ბრძოლის დროს,სწორედ ამ მიზეზით სკოტი არ ამწვავებს ისედაც ხისტ
დამოკიდებულებას ბრიტანელებისა და ფრანგების მიმარტ და რომანსი ნორმანდიელი მეფე რიჩარდ
I გმირადაც კი გამოჰყავს, რომელიც
ძალიან უყვარს ინგლისელ ხალხს, ბოლოს კი ამბობს, რომ სედრეკიც თანხმდება საქს-ნორმანდთა
კეთილ ურთიერთობებს და რომ მატ შორის დაპირისპირება ნელ-ნელა ქრებოდა.
·
უცხოელი
და „სხვა“
ავტორი ხაზს უსვამს
ინგლისელების დამოკიდებულებას უცხოელების კერძოდ კი ებრაელების მიმართ, რომელსაც ურჯულოებად
ხშირად კი ადამიანზე უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ არსებებად განიხილავენ.
რომანში რებეკას
ცეცხლზე დაწვის სცენაში გამოყვანილია ოთხი აფრიკელი შავკანიანი მცველებად, რომელთა
მიმართ დამოკიდებულებას ავტორი შემდეგი სიტყვაბით გვამცნობს:
„მათი სახის ფერი და აფრიკული ნაკვთები იმდენად უცხო
იყო იმდროინდელი ინგლისელებისათვის, რომ დამფრთხალი ხალხი, როგორც დემონებს ისე შეჰყურებდა
და ელოდა როდის შეასრულებდნენ თავიანთ დემონურ საქმესო“
·
ოჯახი
აივენჰოს დაპირისპირება
თავის მამასთან, როდესაც რაინდს ბრძოლა სწყურია მამა კი ამის წინააღმდეგია
როენასა და სედრეკის
დაპირისპირება, სედრეკი სურს მისი ქალი წარმოსადეგ საქსონელზე ათელსტანზე დაქორწინდეს,
როენა კი ამის წინააღმდეგია და ის ბოლოს მაინც
ქორწინდება აივენჰოზე. დაპირისპირება ძმებს
რიჩარდსა და ჯონს შორის ტახტისთვის, რა დროსაც ორად გაიყოფა ინგლისის მოსახლება და ერთმანეთ შეებრძოლება.
·
სოციალურ
კლასთან უთანასწორობა
ავტორი გაზგასმით
აღნიშნავს რომ იმ პერიოდში ნორმანები განსაკუთრებული დიდებითა და პატივით სარგებლობდნენ,
ეს ენაშიც კარგად აღიბეჭდა. ფრანგული სამეფო კარის ენად იქცა, საქსონური კი მდაბიოების.
გარდა ამისა საბრძოლო თავშეყრის ადგილებში ყურების ადგილი წოდების მიხედვით განისაზღვრებოდა.
დიდებულებს საუკეთესო, მდაბიოებს კი შელახული.
ჟანრობრივად რომანი
მიეკუთვნება სათავგადასავლოა თავისი რაინდებითა თუ საბრძოლო შერკინებებითს. ის არის
ისტორიული რომანი რომელშიც მრავლადაა როგორც ისტორიული ქრონიკები ასევე გამონაგონი
გმირები და სახელწოდებები ამა თუ იმ ადგილები. თავად გმირი აუფრედ აივენჰოც ხომ გამონაგონი
პერსონაჟია.ამასთანავე მრავლადაა სასიყვარულო სცენები. ამგვარად ეს რომანი მოიცავს
სხვადასხვა ჟანრს.
წერის სტილთან დაკავშირებით
კი უნდა ითქვას რომ რომანი მიეკუთვნება სქელტანიან ნაწარმოებთა რიგებს, როგორც არნიშნავენ
ეს იმ პერიოდის რომანებისთვის დამახასიათებელი იყო. პიროვნული, გარეგნული თუ ჩაცმულობის
ასაღწერად მწერალი ძალძედ სიტყვაგრძელობს და რამდენიმე გვერდს უთმობს მათ გადმოცემას.
მწერალი ფართოდ
იყენებს ისეთ ტროპულ საშუალებებს როგორიცაა: მეტაფორა, შედარება, ეპითეტი.
„მის შავგრემან
სახეს ძალიან შვენოდა აბრეშუმის ყვითელი ტიურბანი“
„შარონის ვარდი
და მინდვრის შროშანი“
დასკვნის სახით
ვიტყვი რომ ალბათ ძალიან კარგი იყო რომ უოლტერ სკოტმა თავის დროზე ასპარეზე დაუთმო
ბაირონს სხვა მხრივ ხომ არ გვექნებოდა მსგავს პროზა შედევრი რომეიც მან შექმნა: „რობ-როის“,
„უევერლის“ თუ „აივენჰოს“ სახით.
ძალიან საინტერესოდ გაქვთ განხილული.მადლობა!
ReplyDeleteსაინტერესო იყო. მადლობა !
ReplyDelete