სათვალის წარმოშობის ისტორია
ზუსტად არავინ იცის, როდის გამოიგონეს სათვალე. 1266 წელს როჯერ ბეკონმა, ინგლისელმა მღვდელმა, რომელიც ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს ატარებდა, გამოიგონა საშუალება გაედიდებინა წიგნში ასოები, რაღა კითხვა გაადვილებულიყო. მან უბრალოდ წიგნზე დაადო მინის ბურთი. რა თქმა უნდა, ამას არ ქონდა ისეთი შედეგი, როგორც სათვალეს, მაგრამ ჩანასახს ნამდვილად წარმოადგენდა.
პირველად სათვალე კარდინალის პორტრეტზეა გამოსახული, რომელიც 1352 წელს, იტალიაში დაიხატა. მასზე გამოსახული იყო ორი ლინზა ჩარჩოთი, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.
როცა დაიწყო ნაბეჭდი წიგნების გამოშვება, სათვალე უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდა და მისმა დამზადებამაც უფრო ფართო მასშტაბები მოიპოვა. XVI საუკუნეში სათვალეებს ძირითადად ამზადებდნენ იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში.
1784 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა გამოიგონა ბიფოკალური (ორფოკუსიანი) სათვალე, რომელიც წარმოადგენდა ერთ ჩარჩოში გაერთიანებულ ორ სხვადასხვა ლინზას.
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ეხმარება სათვალე ადამიანს უკეთ დანახვაში, საჭიროა წარმოვიდგინოთ თვალი. თვალს აქვს ბურთის ფორმა, წინა მხარეს ოდნავ გამოზნექილი. ამოზნექილის ცენტრში მდებარეობს თვალის გუგა, რომლის ნახვრეტიდანაც სინათლის შუქი აღწევს თვალის ბნელ სიღრმეში. შუქი გაივლის ბროლში. ბროლი ახდენს შუქის ფოკუსირებას, აძლევს გამოსახულებას საგანს თვალის უკანა მხარეს. აქ არის სინათლის აღმქმელი ბადე, რასაც ბადურას ეძახიან.
ზოგიერთ ადამიანს თვალის კაკალი ოდნავ უკან აქვს, ვიდრე ნორმაა. ზოგს თვალის კაკალი მოკლე აქვთ, ისე, რომ ბროლს არ შეუძლია ფოკუსირების მოხდენა. სათვალე თვალს აძლევს დამატებით ბროლს ლინზის სახით. სათვალე ეხმარება თვალს მარტივად მოახდინოს ფოკუსირება საგანზე და გამოსახულება უმჯობესდება.თანამედროვე მზის სათვალე.
თანამედროვე მზის სათვალე რომელიც აღჭურვილია 1.3 მეგაპიქსელიანი კამერით და Mp3
Player_ით. სათვალე იწონის 45 გრამს და მოყვება 2 Gb_იანი მეხსიერების კარტა და USB კავშირი.
სათვალის გამომშვები კომპანია იუწყება რომ მისი მეხსიერება იტევს 20,000 ფოტოს. სურათის რეზოლუცია 1280×1024(17_იანი მონიტორის ზომა). სათვალეში დამონტაჟებული Mp3 უკრავს WMA და Mp3 ფორმატის ფაილებს. მის ელემენტს შეუძლია შეუჩერებლად დაუკრას მუსიკა 6 საათის განმავლობაში.
გენიალურმა მხატვარმა, მუსიკოსმა, მოქანდაკემ და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელიც თავისი მიგნებებით დღესაც ყველას აოცებს, პირველმა წამოაყენა იდეა კონტაქტური ლინზების თაობაზე. თავის კოდექსში “თვალის შესახებ” მან აღწერა მილი, რომელშიც ორივე მხრიდან ჩამაგრებულია ლინზები, რომელთა შორის ჩასხმულია წყალი და, მისი აზრით, ეს მოწყობილობა უნდა ემსახურებოდეს მხედველობის კორექციას. ლეონარდო და ვინჩის იდეა პრაქტიკაში გამოიყენეს თომას იუნგმა და ჯონ ჰერშელმა. მათ ჰერშელის თვალს დაადეს გამჭვირვალე ჟელეს ფენა, რომლის მეშვეობითაც მისი მხედველობის დეფექტი გამოასწორეს.
სათვალის შესახებ კიდევ ერთ ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კარდინალი, რომელსაც თვალებზე მავთულით გადაბმული ორი ლინზა უკეთია.
საგულისხმოა, რომ ეკლესიამ თავიდან უარყო და შერისხა სათვალე, აგრეთვე მისი გამომგონებელიც, მაგრამ ძალიან მალე შეურიგდა ამ სიახლეს, რადგან სათვალის პოპულარობა ძალზე სწრაფად იზრდებოდა. მე–16 საუკუნეში ევროპას სათვალით ამარაგებდნენ გერმანია და იტალია. 1784 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა გამოიგონა ორმაგშუშიანი სათვალე, ე.წ. ბიდოკალიური, რასაც მოჰყვა ერთლინზიანი სათვალე მონოკლისი და ბინოკლის გამოგონება.
სათვალე–ლორნეტი მასობრივად მზადდებოდა მე–18 საუკუნის 90–იანი წლებიდან, ხოლო მეტნაკლებად სრულყოფილი ლინზები მე–19 საუკუნის 30–იან წლებში გამოუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა თანამედროვე, თითქოსდა უფრო მოსახერხებელი კონტაქტური ლინზები, სათვალე მაინც რჩება მხედველობის კორექციის შეუცვლელ საშუალებად. იგი არ აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, არ უშლის ხელს თვალს, რომ “ისუნთქოს”. კონტაქტური ლინზებისგან განსხვავებით, სათვალე შეგვიძლია ნებისმიერ დროს მოვიხსნათ ან შევცვალოთ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბევრის სახეს ძალიან უხდება შესაფერი ფორმის სათვალე.
უკვე მრავალი საუკუნეა, ადამიანები მზისგან თვალების დაცვას ცდილობენ. მზის სათვალის პირველ კვალს ჩინეთში მივყავართ. დაახლოებით მე–12 საუკუნეში უკვე იყენებდნენ მზის სათვალის მსგავს ნივთს. ჩინელები იღებდნენ მუქ მინერალს, რომლის სახელიც უცნობია, მისგან კი ბრტყელ შუშებს ამზადებდნენ, რომელიც, ასე ვთქვათ, დაბურული იყო. ასეთი სათვალე ალბათ არც ისე კომფორტული გახლდათ. აღსანიშნავია, რომ დაბურულშუშებიან სათვალეს იმჟამინდელი მოსამართლეები თვალების დასამალად იყენებდნენ, რათა სხვებს მათი თვალების გამომეტყველება არ დაენახათ.
ჯეიმს აისკოუჰმა 1752 წელს დაიწყო იმაზე მუშაობა, რომ სათვალის მინები შეეფერა, თუმცა ის სულაც არ ცდილობდა მზისგან დამცავი სათვალის შექმნას. მას ის უფრო აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ლურჯი და მწვანე სათვალიდან დანახული სამყარო, რადგან ეგონა, რომ ასეთ სათვალეს გარკვეული ოფთალმოლოგიური პრობლემების მოხსნა შეეძლო.
მზის სათვალე, როგორსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, 200 წლის წინ საფრანგეთში გამოიგონეს და ნაპოლეონის ჯარისკაცების თვალების დასაცავად იყო განკუთვნილი. მას შემდეგ ტექნოლოგიის სრულყოფა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გრძელდებოდა.
განსაკუთრებულად პოპულარული სათვალე \ საუკუნიდან გახდა. დასაწყისში მას ძირითადად მსახიობები იყენებდნენ, ოღონდ არა – მოდის გამო, არამედ იმიტომ, რომ გადაღებების დროს ძალიან მძლავრი განათება იყო და თვალები უწითლდებოდათ.
ასე რომ, ის, რაც დღეს ჩვენთვის არამარტო მხედველობისთვის აუცილებელი საშუალება, არამედ სუპერმოდური აქსესუარია, სრულიად შემთხვევით შეიქმნა.
იცოდით, რომ დაბურულშუშებიანი სათვალის ტარება პირველად ჩინეთში დაიწყეს? ამ ამბავს მოდასთან არაფერი ჰქონდა საერთო :)XIV საუკუნიდან მოყოლებული, ასწლეულების მანძილზე, ჩინელი მსაჯულები თვალებს დაბურული კვარცის ქვეშ მალავდნენ, რომ სასამართლოზე მათი რეაქციები და ემოციები მათსავე თვალებს არ გაემჟღავნებიათ..XV საუკუნეში იტალიაში ჩინეთიდან შეიტანეს მზერის მაკორექტირებელი დაბურულშუშებიანი სათვალეები.XVIII საუკუნეში დაიწყეს მოლურჯო-მომწვანო შუშებიანი სათვალეების დამზადება, რადგან თვლიდნენ, რომ ასეთი სათვალეები მხედველობის დარღვევებს ასწორებდა..1929 წელს, სემ ფოსტერმა ატლანტიკ სიტიში დააპატენტა და გაყიდა პირველი სათვალე.
გმადლობ ამ ინფორმაციისთვის! ძალიან სასარგებლო და გამოყენებადია:)))
ReplyDeleteმოხარული ვარ რომ დაგეხმარეთ
Delete