Saturday, December 19, 2015

ქარიშხლიანი უღელტეხილი - Wuthering Heights

ქარიშხლიანი უღელტეხილი - სიძულვილით ნათქვამი სიყვარული
განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს რაღაცით მაინც ახლოა ღმართთან, ვიდრე ის ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყვებიან, - შემთხვევით არ მომყავს ბერჯესის სიტყვები, ფაქტია რომ ეს აზრი გასაგები არა მხოლოდ მე-20-ში არამედ, სულ რაღაც 100 წლის წინათაც იყო, სწორედ მაშინ როცა ბრონტე ასე თავგამოდებით ცდილობდა ადამიანად ყოფნის სევდას.
 ცხოვრება მართლაც დაუნდობელია თავისი დაკლაკნილი გზებითა და ბილიკებით. ადამიანს თითქოს სასჯელად ექცა ეს „დიდებულად“ ბოძებული „თავის-უფლება“, აღარ იცის რომელ შარას დაადგეს, მერე აირჩევს ერთს და სიცოცხლის ბოლოს მაინც ყველაფერს ნანობს. სამწუხაროა, რომ ჩვენი რომანის გმირს - მისტერ ჰითქლიფს - ცუდად ეწვია ეს გრძნობა. ჩვენს ბატონს სინდისის ქენჯნამ გული მიწიერ ჯოჯოხეთად უქციაო, - აღნიშნავს ერთ-ერთი მსახური - ჯოზეფი. სინდისის ქენჯნამ არ ვიცი, თუმცა ჰიტკლიფის მიერ არჩეულმა გზამ კი დატანჯა მისი პიროვნებაც და  მიწასთან გაასწორა მის ირგვლივ არსებული საწუთროც. ნუთუ შესაძლებელია ამგვარი სიძულვილის არსებობა ადამიანში? ან სად ილექება? ან რა ლექავს?
მისტერ ჰითქლიფი ერთი ბოშა ბიჭი იყო, რომელიც თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა ცივილიზებულ სამყაროში. მას იშვილებს მდიდარი ბატონი ჰერთონ ერნშო და შვილებზე დიდებულ პატივსაც მიაგებს, მაგრამ ვაი რომ დიადი სიკეთე ბოროტებას მოიმკის. ბოშა ვერაფრით შეეგუა ახალ ოჯახს, საზოგადოების მხრიდან კი მუდმივმა ჩაგვრამ და სიძულვილის აშკარა გამოვლინებამ, გაუცხოებული „სხეული“ კიდევ უფრო გარიყა და დააშორა ადამიანობას. ჰიტკლიფი ბავშვობიდან დიდ სიძულვილს იგროვებს ერნშოებისადმი.  სიყრმეში ნანატრ შურისძიებას თანდათანობით ახორციელებს და წლების შემდეგ კიდევ სხვა ბევრ„ნატვრასაც“  აისრულებს. უყვარდება მხოლოდ ერთი ერნშო - ქეითი. უყვარდება  თავისებური ეგოიზმით, სისატიკითა და დაუნდობლობით. იმდენად ძლიერი გრძნობა აკავშირებას ჰითქლიფს ქეითთან, რომ მის გამოსახატავად მხოლოდ ბოროტება რჩება. ყველაფერს იღონებს, რომ გამდიდრებით პატივი მოიხვეჭოს და ბავშვობაში განცდილი ჩაგვრა აინაზღაუროს. აინაზღაურებს კიდეც! მიწასთან გაასწორებს ერნშოებისა და ლინთონების მოდგმას, დაისაკუთრებს მამაულებს, მაგრამ მაინც უბედური დარჩება. ალბათ იმიტომ რომ „ნატვრაშესრულებულ კაცზე უბედური არავინ არის“ ქვეყნიერებაზე.
ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას ბევრი რამ განსაზღვრავს. ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები უკვალოდ არ ქრება, ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვები კი მძაფრად ვლინდება და წლების შემდეგ ამოდის ცნობიერში. ამას კი ვამბობ, მაგრამ ჰიტკლიფის შემთხვევაში მგონია, რომ ის ასეთი დაიბადა. ის „ღრმად ჩასმული თვალები, რომლებიც სარკმელს არასდროს აღებდნენ და შეპარვით უცქერენ ადამიანს- ბუნებით ერგო ბოშას. მან ვერ შეძლო, თუმცა არც უცდია - „ორი ეშმაკუნა“ უბიწო ანგელოზად ექცია, ვერც ის შეძლო მოყვარე დაენახა და ბოლოს მაინც იმ გოშიასავით მოიქცა, რომელმაც იცის რომ დამსახურებულად მიიღო წიხლი და მთელ ქვეყნიერებას იმ ერთის გამო გადაემტერა, რომელიც წიხლს სთავაზობდა.
როგორი იყო ჰიტკლიფი ძლიერი, რომ ამდენი შეძლო, არაფრიდან ყველაფერი შექმნა თუ სუსტი პიროვნება, რომელიც შეუბრძოლებლად დანებდა ეშმაკს?! ალბათ უფრო მეორე. აქ გავკადნიერდებოდი და ჰიტკლიფის მაგალითიდან გამომდინარე პასუხს შევბედავდი ბატონ ბერჯესს. კითხვაზე რა სურს ღმერთს, ბრმად და იძულებით ვიყოთ კეთილები თუ შეგნებულად ბოროტებიო, ვიტყოდი, - იქნებ ის უფრო ღირებულია მოერი თავს და ნაბიჯი გადადგა სიკეთისკენ, განა ის უფრო დიდი ვაჟკაცობა და სიძლიერე არ არის, რომ შენს თავში ჩაკლა ბოროტი და შემდეგ თუნდაც ძალით დაადგე სიკეთის გზას;რა მნიშვნელობა აქვს ძალით თუ ნებით, ეს ხომ სიკეთის გზაა. აი სწორედ ესაა ალბათ ყველაზე დიდი ძლიერება, კაცობაც და ვაჟკაცობაც, რაც ვერ მოახერხა ჰიტკლიფმა, ამიტომაცაა ის სუსტი და უსუსური არსება ჩემთვის.
ყველაფერი სიყვარულის გულისთვის გააკეთაო.ეს კიდევ სხვა რამ არის. სიყვარულში ხომ ყველას თავისი სიმართლე აქვს. ჰიტკლიფსაც თავისებურად უყვარდა, ისე რომ მიწიდან ამოთხრის თვრამეტი წლის მიცვალებულს  და სიცოცხლეშივე გაიმზადებს მის გვერდით საფლავს, იქნება ასე მაინც ღირსებოდა ქეითთან სიახლოვე. მიაღწია თუ არა სანუკვარს, არავინ იცის!
ამდენი ისულგულა, იბოროტა, ისასტიკა და რითი დასრულდა ყველაფერი? ჰიტკლიფის სარეცელთან დამხობილი მსახური მადლობას სწირავდა უფალს უძველესი ჯიშისა და კანონიერი ბატონის უფლებების აღდგენისთვის. მაინც სიკეთემ გაიმარჯვა. ქორწინდება წყვილი ერშოსა და ლინთონის გვარისა და სამუდამოდ ტოვებენ ქარიშხლიან უღელტეხილს, ადგილს სადაც თითქოს ადამიანი ვერ პოულობს ბედნიერებას. იქ მხოლოდ ავი სულები თუ დაიმკვიდრებენ სამუდამო სამყოფელს.
წიგნი სრულდება ბოროტების დასამარებით. „ბალახში ნიავი დაქროდა  და გამიკვირდა, როგორ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამისთანა მყუდრო მიწაში ვინმეს მშვიდი ძილით არ ეძინოს მეთქი, - უკვირს ავტორს გარემო სიმშვიდე, როდესაც მიწა ამგვარ სიბოროტეს იტევს და მართლა საკვირველი არ არის საიდან მოდის ამხელა სიძულვილი და მერე სად მიდის?

 ეკატერინე კვანტალიანი

Sunday, November 15, 2015

უილიამ გოლდინგი _ ბუზთა ბატონი/ the lord of flies

ბუზთა ბატონი - ბელზებელი

ესსე
ცივილიზაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ან თუნდაც ყველაზე „დიადი“ გამოვლინებაა, რომელიც შეიძლება ითქვას ფარავს ადამიანური ბუნების აბსოლიტურ სინამდვილეს. მეტწილად ცივილიზაციაში იგულისხმემა კულტურა, წესრიგი და ყველაზე მთავარი -  კანონიერება.ისტორიული გამოცდილებიდან მივხვდებით, რომ ადამიანს მეტწილად მხეცური ბუნება ასაზრდოვებს, ვიდრე კულტურა,რისი მტკიცებულებაც მსოფლიომ არა ერთხელ იხილა.ცივილიზებულ სამყაროში სწორედ ეს ერთი პროცენტი კულტურა აბრკოლებს ადამიანს, რათა დაფაროს თავისი სიველურე და მონადირული ხასიათი, თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი თავს ამოჰყოფს, პირველყოფილ გარემოში - წესრიგისა და კანონიერებისგან მოშორებით?! სწორედ ამ კითხვას სვამს და პასუხობს კიდეც ბრიტანელი მწერალი უილიამ გოლდინგი თავის რომანში -  Lord of  the Flies - რისი ქართული შესატყვისი ზუსტად  შეესაბამება ორიგინალს და ნიშნავს ბუზების მბრძანებელი ანუ  ბუზთა ბატონი.
თუკი რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლებით უილიამ გოლდინგის ბიოგრაფიაზე, უნდა ითქვას, რომ მწერალი პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც კი დაიმსახურა. ნიშანდობრივია ის, რომ მან რომანი - ბუზთა ბატონი - 1954 წელს დაწერა, ხოლო ნობელის პრემია რამდენიმე  - წლის შემდეგ -  1983 წელს ერგო. თავისი მოღვაწეობის პერიოდში გოლდინგს თითქმის არავინ აღიქვამდა მწერლად, ის იყო სამხედრო, მეთაურობდა ხომალდებს და მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მას რომანი ბევრჯერ დაუწუნეს გამომცემლობებმა, რის შემდეგაც გაბრაზებულმა მწერალმა, სულ რაღაც სამოც ფუნტად გაყიდა საავტორო უფლება.  დავდაპირველად, როგორც ყველა დიდ რომანს ახასიათებს, ძალიან ცოტა,სულ რაღაც, ორი ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა ის ლანძღვა-გინება რაც შემდგომში მოჰყვა ნაწარმოების განხილვას, სწორედ მან განაპირობა რომანის პოპულარობა და დიდი წარმატება.
რომანი არ არის მოცულობითი, სულ რაღაც 200-250 გვერდისაგან შედგება, თუმცა დიდია მასში გადმოცემული აზრი, რაც მკითხველს აძლევს დაფიქრების საშუალებას. შინაარსობრივ დონეზე რომ ვილაპარაკოთ, სხვა არაფერია თუ არა სათავგადასავლო რომანი პატარა ბიჭების შესახებ, რომლებიც თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან უკაცრიელ კუნძულზე. ბიჭების ჯგუფი გაყოფილია ორ ნაწილად: პირველი - რალფის მეთაურობით, რომელიც წესრიგისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდებს ბიჭებს და მეორე - ჯეკ მერიდიუს „რაზმი“ რომელიც ნადირობს ღორებზე. კუნძულზე არ არის გოგონა, რაც თავისთავად სიმბოლურია რომანში, თუმცა გოგონას არარსებობასთან ერთად ნაწარმოებში თითქმის ყველაფერი სიმბოლოებითაა წარმოდგენილი.ამ უკანასკნელის საშუალებით გოლდინგი ცდილობს მკითხველისთვის მთავარი სათქმელის  მიწოდებას. რა ან ვინ არის ბუზთა ბატონი და რისი თქმა სურს ამ წიგნით ავტორს?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა დიდი წიგნი და მაშადასამე ეს რომანიც „დაყურსულია“ უამრავი სიმბოლიკით. რომანში გამოყვანილი  „უმანკო“ ბავშვები არის ცივილიზებული, კულტურული, გონიერი საზოგადოების პროტოტიპი. რალფის გუნდი, რომლიც მოწოდებულია წესრიგის დაცვისაკენ, კანონიერებისა და სულიერების შენარჩუნებისკენ არის დემოკრატიული საზოგადობის სიმბოლო, ხოლო ჯეკ მერიდიუს მონადირეთა დაჯგუფება, რომელიც უარს ამბობს ყველა ზემოთხსენებულ პრინციპებზე - ველურობის, უკულტურობის, მხეცური ბუნების არსებობის გამოხატულებაა საზოდაგოებაში ან უფრო ზუსტად - ბრბოსებრ ფლიქოლოგიის  გამოვლინება ადამიანებში. სიმბოლურია ნიჟარა-საყვირიც, რომელიც უხმობს ბიჭებს შეკრებისა და მსჯელობისკენ და რომელიც წარმოადგენს დემოკრატიისა თუ სამართლიანობის გამოძახილს. გარდა ამისა, მთაზე დანთებული ცეცხლი არის გადარჩენის ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც ბიჭებმა  თავი უნდა დააღწიონ კუნძულს. ზოგიერთი კრიტიკოსის თანახმად, ცეცხლს რელიგიური სიმბოლოც აქვს, რომელიც ასევე სულიერი გადარჩენისა და სატანაზე გამარჯვების საშუალება უნდა იყოს.
რაც შეეხება რომანის მთავარ სიმბოლოს - ბუზთა  ბატონს - ეს არის ჯოხზე ჩამოცმული ღორის თავი, რომელსაც ჩიტები თვალებს ამოკორტნიან და შემდგომ ბუზები დაესევა. ეს ძღვენი კუნძულზე მობინადრე ურჩხულისთვისა, რომელიც თითოეულ ბავშვს უშფოთებს სულს. ზოგადად, ინგლისურ ლიტერატურაში ღორი ან ღორობა ძალზედ გავრცელებული სიმბოლოა, რომელიც განასახიერებს უტოპიურ საზოგადოებას. არ შეიძლება ამ შემთხვევაში არ გაგვახსენდეს, მორიგი ბრიტანელი (ამჯერად მოდერნისტი) მწერალი ჯორჯ ორუელი და მისი რომანი „ცხოველთა ფერმა“, სადაც ასევე ღორები წარმოადგენენ ადამიანების პროტოტიპს, თუმცა ორუელი აქ ცოტა სხვა იდეის გადმოცემას ლამობს, მაგრამ ის რომ ადამიანი სხვა ხალხებში ეძებს მხეცურ, დაუნდობელ ბუნებას და რომ საბოლოო ჯამში  საკუთარ თავში იპოვის -  საერთო იდეაა ორივე ნაწარმოებისთვის.
რომანში ბუზთა ბატონი ანუ ბელზებელი[1] არის ეშმაკის სახე, რომელიც თითოეულ ბავშვში ბუდობს. საიმონი უყურებს ჯოხზე ჩამოცმულ ღორის თავს, ხოლო იდუმალი ხმა ეუბნება: ‘“You knew, didn’t you? I’m part of you? Close, close, close! I’m the reason why it’s no go? Why things are what they are?” - სწორედ ადამიანში ჩამალული „შაითანი“ უშლის ხელს მათ კეთილგონიერებას, ცივილურობას, წესრიგს, კანონიერებას, კუტურულად ცხოვრებას და მოხდა ის რაც მოხდა. ცეცხლის გარშემო შუბებით შემართული „უმანკო“ სულები ცეკვავენ და შემთხვევით მოკლავენ ერთ-ერთს , რომელშიც ცხადად დაინახავენ სატანას. ასე შეეწირება მათ სიშმაგეს - piggy იგივე ღუტა, რომელიც ყოველთვის უპირისპირდებოდა მონადირეებს და ამბობდა, რა სჯობს წესრიგის დაცვა და თანხმობა თუ ნადირობა და მკვლელობაო....რა სჯობია - კანონიერება და გადარჩენა თუ ნადირობა და ყველაფრის განადგურებაო?!“ ფაქტი ფაქტად რჩება, უმეტესობამ უკანასკნელი აირჩია. ეს რომანიც სწორედ იმავეს ამბობს, რომ ეს სიშმაგე, სიველურე, მხეცობა შენშია და არა სხვაში. წიგნი ადამიანის ნადირობაზეა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰემინგუეის ნათქვამს, რომ ნანადირევის მოპოვების შედეგად განცდილი არღტკინება, ვერადროს შეედრება ადამიანზე ნადირობისა და შემდეგ მისი მოპოვების განცდას.
რომანში  ალბათ ოპტიმისტური ის, რომ კუნძულზე მოხლოდ ბიჭები არიან და მათ შორის არ არის გოგონა, საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს იქნებოდა საბაბი იმის ფიქრისა, რომ ასეთი საზოგადოება შეიძლება გამრავლდეს და მაშინ წიგნი კიდევ უფრო პესიმისტური აღმოჩნდებოდა, რაც საბოლოოდ დაგვარწმუნებდა სატანის გამარჯვებაში ადამიანზე და დაგვაჯერებდა ამ უკანასკნელის  აბსოლიტურ განწირულობას.
მწერალი მთავარი სათქმელის გადმოსაცემად იყენებს მხატვრულ ხერხებსა თუ ტროპული საშუალების სახეობებს, რომლებიც დამახასიათებელია პოსტმოდერნული ლიტერატურისთვის. ერთ-ერთი მხატვრული საშუალებაა სიმბოლოების გამოყენება, მეორე კი ტექსტის ხასიათი ანუ მისი პოლიტიკურობა.
საქართველოში„ბუზთა ბატონი“  2010 წელს ითარგმნა  ნინო ქაჯაიას მიერ და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებაც მიიღო.მიუხედავად ამისა,  წიგნი არც თუ ისე პოპულარულია ქართველ მკითხველში, თუმცა ერთი მხივ  ალბათ ეს კარგიცაა.
საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ უილიამ გოლდინგის ეს რომანი  გამორჩეულად დასამახსოვრებელია, იმ კუთხით რომ მრავალასპექტური ფიქრის საშუალებას იძლევა. ზემოთ შევნიშნეთ რომანის ახლობლობა ჯორჯ ორუელის ნაწარმოებთან „ცხოველთა ფერმა“, სადაც წიგნის ბოლოს შემდეგი აზრია გადმოცემული. ადამიანები და ღორები დაიწყებენ კამათს , რაც შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდება. ბრძოლისას ადამიანისა და ცხოველის სახეები ირევა ერთმანეთში და რაც უფრო იხლართება ისინი, მით უფრო ემსგავსება ღორი ადამიანს და პირიქით - ადამიანი ღორს. სწორედ ამას გვამცნობს გოლდინგიც,  და მეტიც,  ის ამბობს, რომ ადამიანი არა მხოლოდ ემსგავსება მხეცს, არამედ მხეცი ბუდობს ადამიანში.
რომანის  დასასრული ძალზედ პესიმისტურია. ის რომ რალფი დასტირის უმანკოების დასარულს - არის ნიშანი იმისა, რომ მიუხედავად ცივილიაზიაში დაბრუნებისა, ადამიანში ყოველთვის იარსებებს  ის 99% დაუნდობლობა, მხეცობა და მხოლოდ ერთი პროცენტი კულტურა.


ეკატერინე კვანტალიანი





[1] მითოლოგიაში ძველი ფინიკიელების ღვთაება.
ქრისტიანულ რელიგიაში კი ავი სული, სატანა, ეშმაკი.

Monday, October 12, 2015

Environmental problems in Tbilisi - გარემო პრობლემები თბილისში

The Environmental Problems in Tbilisi

Generally, Environmental problems are the most important issue in the world but mostly we – people – do not notice attention to this fact. We might have known the general situation connected with environmental damages in the global world, but what happen in our city – in Tbilisi?
Tbilisi is one of the most polluted city in the world. On the world scale which indicates The highest and Lowest –ranked Cities Globally, Tbilisi takes 191st place before the African and Asian cities but it is the most polluted place among the European Capital cities. Besides that, the smog which is a type of air pollution – the Black thick smokes or fumes – became much more visible over Tbilisi than it was ten years ego. Georgian experts exclaim that the level of carbon dioxide (CO2) is twenty time times larger than it is standard. For instance: The norm of carbon dioxide contention in air is 5% percent while in Tbilisi it is more than 100% percent.
Unfortunately we have not only air pollution problems but unsolved littering issues too. In this case we should confess our own fault. Everybody see littering streets in Tbilisi. Most of us express annoyance to this fact but while we are throwing cigarette butts or plastic bottles and packets ourselves we do not remember our fault. We see only others offences. We do not pay attention special signs. For example if bins are only for cigarette butts we put in everything like: packets, bottles, papers but not cigarette butts at all. What we should do? What is the best way out to stop this process?
Firstly, something should be done from government. Connected to the first above-mentioned problem about air pollution, local government of Tbilisi says that unsolved air pollution issue will carry on until 2017.The facts indicates that air pollution has increased by 5 times larger than it was in 2003. Mostly it is caused by building works and car fumes. Also, amount of cars are visibly increased. For example: In 2007 there were 603 000 thousand cars in Tbilisi while in 2015 there are more than one million. From 2017 government is going to do strict reforms. For instance: they are going to pass the law about cars. From 2017 government will control the amounts of old cars in the city. Moreover, they are planning to create high fines connected to littering.
Personally, I think that not only strict fines or laws are good decision to root out environmental problems. I think that government should do encouraging activities for citizens. Once I heard from my teacher that the signs in European cities which are warning us, are positively written than in strictly way. We should compare these two warning sings: 1 - ‘Littering is strictly forbidden!’ or 2 – ‘Thanks!  That you are not littering’. I wanted to show that encouraging sings or activities have much better result than strict laws or high fines.
To conclude I will say that the environmental situation in Tbilisi is quite concerning. So, what we should do? Not only Government but also People should try to take care of their city which is pretty important place for them.
    

Reference:
·                     http://geocities-tbilisi.ge/
Ekaterine Kvantaliani



Saturday, August 22, 2015

Socialism - სოციალიზმი

 სოციალიზმი
თავადაპირველად, მოცემული თემის უკეთ გასაგებად მოკლედ შევეხები თავად პოლიტიკური იდეოლოგიის არსს, შემდეგ კი მის ერთ-ერთ გამოვლინებას - სოციალიზმს.
„იდეოლოგია“  პოლიტიკური ანალიზის ერთ- ერთ ყველაზე საკამათო თემადაა მიჩნეული, თუმცა დღესდღეობით ეს ტერმინი საკმაოდ ნეიტრალური მნიშვნელობით გამოიყენება ამა თუ იმ ფილოსოფიური თუ პოლიტიკური მსოფლმხედველობის აღსანიშნავად. ეს  ტერმინი 1796 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა დე ტრესიმ დაამკვიდრა, რომელმაც იდეოლოგიას ,, მეცნიერება - იდეების შესახებ“ უწოდა, გერმანელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი კარლ მაქსი კი პოლიტიკურ იდეოლოგიებს მმათველი კლასის იდეებად მიიჩნევდა ანუ სოციალური ფენის იმ ნაწილის მოსაზრებებად , რომელიც საზოგადოების ყოფას განკარგავდა და იმავდროულად წარმოადგენდა მმართველ ინტელექტუალურ ძალას, რომლის ხელში იყო წარმოებისა თუ შრომის საშუალებები.
მარქსისიტული გაგებით იდეოლოგია ზოგადად სიყალბეა და მისი უმთავრესი მიზანი საზოგადოების ჩაგრული ფენის მოტყუებაა, რაც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა საზოგადოებებმა კარგად გამოსცადა.
სოციალიზმი პოლიტიკურ იდეოლოგიათა იმ დიდი ჩამონათვალის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც დიდი  „პოპულარულობით“ სარგებლობდა  და საოცარი ის არის რომ მრავალ ქვეყანაში დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას.
სოციალისტური იდეები ჯერ კიდევ პლატონისა („სახელმწიფო“),  თომას მორის [1] („უტოპიაში“)   ნამუშევრებში შეინიშნებოდა. ამ იდეების ნიმუშმა ე.წ  „დიგერებისა“[2] და „ლეველერების“[3] პერიოდშიც გაიჟღერა, თუმცა როგორც პოლიტიკურმა დოქტრინამ მან ფართო გასაქანი XIX საუკუნის დასაწყისში ჰპოვა.თავდაპირველად ის გამოხატავდა წვრილი მეწარმეების ინტერესებს და უპირისპირდებოდა სამრეწველო კაპიტალიზმს.იმთავითვე ეს პოლიტიკური მისწრაფება ერთგვარ უტოპიურ, რევოლუციურ იდეოლოგიას წარმოადგენდა, თუმცა  გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ მოძღვრებით მზარდი მუშათა კლასი შეიარაღდა. ამ დოქტრინის ძირითადი მიზანი საბაზრო გაცვლა-გამოცვლაზე  კაპიტალისტური ეკონომიკის მოშლა  იყო, ამას ახლდა კერძო საკუთრების გაუქმებისა და მისი საზოგადოებრიობით ჩანაცვლება, რაც თავისთავად გულისხმობდა მუშათა კლასის დაწინაურებას. სოციალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული ლოზუნგი იყო : „ყველასაგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას - შრომის მიხედვით“, ეს უკანასკნელი, კი ხალხში სოციალური სამართლიანობისა და პიროვნების ჰარმონიული განვითარების ილუზიას ქმნიდა.სოციალიზმის ამ განშტოების იდეები მეტწილად კარლ მაქს ეკუთვნის, რომლის ნააზრევმა XX საუკუნესი კომუნისტურ იდეოლოგიას ჩაუყარა საფუძველი.
მუშათა კლასის დაწინაურებას თანდათან მოჰყვა შრომის ანაზღაურების ზრდა, პროფკავშირებისა და სოციალისტური ტიპის პოლიტიკური პარტიების შექმნა, რაც თითქოს და უმტკივნეულო პროცესს ხდიდა საპარლამენტო გზით სახელმწიფო აპარატის და საერთოდ ყოფა-ცხოვრების სოციალისტურ ყაიდაზე გადასვლას.
 მთელი XX საუკუნის განმავლობაში სოციალისტური მოძრაობა ორ მოქიშპე ბანაკად დაიყო :ლენინისა და ბოლშევიკების ბანაკად, რომლების საკუთარ თავს კომუნისტებს უწოდებდნენ და რეფორმატორ სოციალისტებად, რომლებიც შემდგომში სოციალ-დემოკრატებად მოინათლნენ. ეს უკანასკნელნი საერთოდ უარყოფდნენ კერძო საკუთრების გაუქმებას და პოლიტიკური დაგეგმარების არსებობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი უფრო მეტად უახლოვდებოდნენ ლიბერალურ იდეოლოგიებს.
სოციალიზმი სხვა პოლიტიკური მოძღვრებებისგან გამოირჩევა ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა:
ერთობა - როგორც ჯონ დონი[4] წერდა თავის მოძღვრებაში : „არა კაცი არაა ზღვაში ჩაკარგული კუნძული - ადამიანი ერთიანი კონტინენტის ნაწილია მხოლოდ“, სწორედ ამ პრინციპით, სოციალიზმიც ადამიანს განიხილავდა საზოგადოების ნაწილად, რომლის კეთილდღეობაზეც დამოკიდებული იყო ცალკეულ ინდივიდთა ყოფა. სწორედ ამგავარად, სოციალიმზმი ადამიანთა მოდგმას საერთო თვისებებით შეკავშირებულ საზოგადოებრივ  ერთიანობად განიხილავდა, სადაც პიროვნული ქცევა სოციალური (საზოგადოებრივი) ფაქტორებით იყო განპირობებული.
ძმობა - თუკი ადამინები ერთიანობის პრინციპით ასრებობენ, მაშინ მათვის პრიორიტეტულია ახასიათებდეთ ამხანაგობისა და ძმობის განცდები.სწორედ ამ კუთხით ს განსაზღვრება სოციალისტების მიერ თანამშრომლობის უპირატესობა  კომუნიკაციასთან, ინდივიდულიაზმისა კი - კოლეტივიზაციასთან.
სოციალური თანასწორობა -თანასწორობა არა შესაძლებლობების, არამედ კეთილდღეობის თვალსაზრისით - სოციალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ღირებულებაა, რომელიც შემდგომში თავისთავად გულისხმობს უკლასო საზოგადოების არსებობას.
საერთო საკუთრება - „შერეული ეკონომიკა“ - სწორედ ეს ტერმინი შესაძლოა ზუსტად განსაზღვრავდეს „საერთო საკუთრების“ დეფინიციას. საბჭოთა პერიოდში საერთო საკუთრების არსებობა გამოიხატებოდა „კოლმეურნეობებისა“ და „ნაციონალიზაციის“ საზოგადოებაში დამკვიდრებით, მართალია ყოველივე ეს ძალადობის, რამდენიმე მილიონი გადიდრებული გლეხის „გაკულაკებისა“ თუ დახვრეტის ხარჯზე მოხდა, თუმცა რაც მთავარია, ამ ღირებულების საზოგადოებაში რეალიზაცია განხორციელდა, რასაც თანამედროვე სოციალისტები დღესდღეობით კატეგორიულად ემიჯნებიან და ზოგადად სწორედ საერთო საკუთრების არსებობას მიიჩნევენ სოციალიზმის( კომუნიზმის) კრახის საფუძვლად.
სოციალიზმი, შემდგომში კი მის საუძველზე აღმოცენებული კომუნიზმი ყველაზე „კარგად“  საბჭოთა კავშირში (სსრკ- საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი) განხორციალდა, უფრო მეტიც ისე კარგად რომ „გაწითლების“ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მთელი მსოფლიო. ფაშიზმის გააქტიურების პერიოდშიც კი თავის გამოვლინებათა სისატიკით  ევროპის იმდროინდელი ლიდერები „კომუნიზმს“ უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ, ვიდრე ფაშიზმს. მოგვიანებით კომუნიზმს აქტიურად დაუპირისპირდა „რკინის ფარდის“ მიღმა არსებული სახელმწიფოები და საბოლოოდ 1990 [5]წელს „ცივი ომის“ დასრულებასთან ერთად მოხერხდა კომუნიზმის საბოლოო, „უსიტყვო კაპიტულაცია“[6].
ზოგადად, მსოფლიოში საზოგადოების უმეტესი ნაწილი სოციალიზმს უარყოფითი კლიშეებით ახასიათებს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თანამედროვე მსოფლიოში დღესაც შეინიშნება სოციალისტური ქვეყნების აქტიურობა. საინტერესო ისაა თუ როგორ ახერხებენ ისინი განვითარებას გლობალიზაციის პირობებში, როდესაც იძულებუნი არიან ითანამშრომლონ კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან. განსხვავების უკეთ დასანახად ერთმანეთს შევადაროთ ორი სოციალისტური  სახელმწიფო: ვენესუელა და ჩინეთი.
ვენესუელა ფედერაციული სახემწიფოა, რომელიც 23 სტატისგან შედგება. 2002 წელს არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი გახდა.სწორედ  მისი პრეზიდენტობიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ძვრები ამ ქვეყანაში. უნდა აღინისნოს, რომ ვენესუელა  მდიდარია გაზითა და ნავთობით[7], სწორედ ამ უკანასკნელის მარაგმა განაპირობა უგო ჩავესის რეფორმები. ის თვლიდა, რომ ვენესუელა ნავთობის მარაგთან ერთად მოახერხებდა საკუთრივ განვითარებასაც, რათა მიეღწია სოციალური თანასწორობისთვის. უგო ჩავესის  ნააზრევმა განვითარების გზა ვერ ჰპოვა, მეტიც ქვეყანაში დემოკრატიულმა პრობლემებმა იჩინა თავი. დღესდღეობით ვენესუელა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალური სახელმწიფოა, სადაც ინფლაციის დონე 50 % აღწევს.
რაც შეეხება ჩინეთს ის რადიკალურად განსხვავდება ვენესუელასაგან თავის ეკონომიკური და სოციალური მდომარეობით. ჩინეთი სოციალისტური ქვეყანა, სამოქალაქო ომის (1921წ) შემდეგ, სოციალისტური პარტიის გამარჯვებით გახდა, რომელიც დღესდღეობით მარქსისტულ-ლენინისტურ იდეოლოგიებთან ერთად, მაო ძედუნის პრინციპებითაც ხელმძღვანელობს.ის მსოფლიოში ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აშშ-ს შემდეგ. ყოვლივე ამის შემდეგ, ლოგიკური დაგვებადოს კითხვა თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა სოციალისტური წყობის პირობებში ამგვარი განვითარება და  რატომ არ მოხდა იგივე ვენესუელას შემთხვევაში?ამის უკეთ გასაგებად უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს, ჩინეთის ეკონომიკა 9% გაიზარდა, სწორედ ამ პერიოდში აშშ-ს კრედიტორი ჩინეთი იყო,ხოლო 2010 წელს ის მშპ-ს მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა, ჩამოიტოვა ისეთი კაპიტალისტური სახელმწიფოები, როგორიცაა: საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია. საქმე ის არის რომ „ჩინური სოციალიზმი“ საკმაო დათმობებზე წავიდა, რაც ზოგადად არ ახასითბს „ნამდვილ“ სოციალიზმს. ამ ქვეყანაში მოხდა სასოფლო წარმოებისა და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა, ფული ჩაიდო სამრეწველო განვითარებასა და ქვეყნის მუშა-ხელის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ყველაზე დიდი დათმობა კი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაცია გამოდგა. ზემოთხსენებულ კითხვას ალბათ ჩინელი ხალხის შრომისუნარიანობა, მობილიზაცია და რაოდენობაც პასუხობს, რითაც ნაკლებად გამოირჩევა ვენესუელა. მიუხედავათ ეკონომიკური სიძლიერისა ჩინეთის და ზოგადად სოციალისტური ქვეყნების მნიშვნელოვანი დანაკლისი დემოკრატიაა. ადამიანის უფებების დაცვის, სასამართლო სისტემის და კორუფციის კუთხით ვითარება აშკარად სავალალოა. ჩინეთში ყოველწლიურად 5,000 ადამიანი ისჯება სიკვდილით, რაც მსოფლიო ქვეყნების საერთო მაჩვენებელს აჭარბებს.
დღესდღეობით სოციალიტური წყობის სახელმწიფოთა რიგებშია: ჩინეთი, ვიეტნამი, ლაოსი, ბანგლლადეში,ინდოეთის რესპუბლიკა,ჩრდ. კორეა, პორტუგალია, ვენესუელა და ა.შ
ჩინეთისა და ვენესუელას მაგალითიც საკმარისია იმის დასადგენად, რომ გავაანალიზოთ თუ რაოდენ განსხვავდება ერთმანეთისგან 21-ე საუკუნის სოციალისტური სახელმწიფოები. უნდა აღინიშნოს, რომ  ამ ტიპის ქვეყნებში არსებული არასტაბილური სიტუაციისა და დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საზოგადოებრივი ყოფა მეტისმეტად მძიმეა. ჩინეთშიც კი, სადაც ეკონომიკური პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტოვებს ქვეყანას, განსაკუთრებით კი მდიდარი ფენა, რაც თავისთავად უამრავ კითხვას ბადებს.
დასკვნის სახით შეგვიძლია განვმეორდეთ  და ვთქვათ, რომ კარლ მაქსმა თავიდანვე სწორად აღნიშნა იდეოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებსაც უტოპია უწოდა. ფაქტები გვარწმუნებს, რომ იდეური სოციალიზმი პრაქტიკაში განუხორციელებელი დარჩა, არ უარსებია არც უკლასო საზოგადოებას და მითუმეტეს არც სოციალურად თანასწორს. პრაქტიკაში ის მხოლოდ მმართველი კლასიის ნება-სურვილების ჩამატებით განხორციელდა,რაც თავისთავად უკარგავდა სოციალიზმს თავის ჭეშმარიტ სახეს.
სოციალიზმზე საუბარს კონსერვატორის სიტყვებით დავასრულებ :ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატია არის მართვის სრულყოფილი და ბრძნული ფორმა. მართლად უთქვამთ, რომ დემოკრატია არის მართვის უსაძაგლესი ფორმა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ყველა დანარჩენს, რაც კი ოდესმე მოუსინჯავთ“, ვიმედოვნებ, რომ უისტონ ჩერჩილი „ყველა დანარჩენში“ სოციალიზმსაც გულისხმობდა.



გამოყენებული ლიტერატურა:
·         ენდრიუ ჰეივუდი - „პოლიტიკა“
·         http://intermedia.ge/სტატია/
·         http://en.wikipedia.org/wiki/
·         უისტინ ჩერჩილის გამონათქვამები











[1]  თომას მორი - (1478-1535) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე და ჰუმანისტი მწერალი.
  
[2]  diggers –„ მთხრელები“ - მე-17 საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს აგრარული მოძრაობის მონაწილეები ( გლეხები), გამოეყვნენ „ლეველერებს“ და მოითხოვდნენ „კერძო საკუთრების“ გაუქმებას.
[3] levelers – „გამთანაბრებლები“ - მე-17 საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის რადიკალური წყრილბურჟუაზიული დემოკრატიული პარტია (მუშები,ხელოსნები ვაჭრები), მოითხოვდნენ თანასწორუფლებიანობას, გლეხებისთვის მიწების დაბრუნებას, თუმცა ემიჯნებოდნენ „კერძო საკუთრების“გაუქმების იდეას, ამიტომ გამოეყვნენ „დიგერებს“.
[4] John Donne – (1572-1631) ინგლისელი პოეტი და ინგლისის ეკლესიის კლერკი. მეტაფიზიკური პოეზიის პირველი წარმომადგენელი.
[5] სსრკ-ს დაშლის თარიღად ზოგიერთ წყაროში მითითებულია 1991 წელი.
[6] ეს ფრაზა - „უსიტყვო კაპიტულაცია“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მისამართით გამოყენებული წინადადებაა, რაც მის დამარცხებას აღნიშნავდა.
[7] 2011 წლის კვლევების თანახმად ვენესუელაში არსებული ნავთობის მარაგი მსოფლიო მარაგის 18% უდრის, მაშინ როცა საუდის არაბეთის - 16%.

Monday, July 27, 2015

სათვალის წარმოშობის ისტორია

ზუსტად არავინ იცის, როდის გამოიგონეს სათვალე. 1266 წელს როჯერ ბეკონმა, ინგლისელმა მღვდელმა, რომელიც ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს ატარებდა, გამოიგონა საშუალება გაედიდებინა წიგნში ასოები, რაღა კითხვა გაადვილებულიყო. მან უბრალოდ წიგნზე დაადო მინის ბურთი. რა თქმა უნდა, ამას არ ქონდა ისეთი შედეგი, როგორც სათვალეს, მაგრამ ჩანასახს ნამდვილად წარმოადგენდა.
პირველად სათვალე კარდინალის პორტრეტზეა გამოსახული, რომელიც 1352 წელს, იტალიაში დაიხატა. მასზე გამოსახული იყო ორი ლინზა ჩარჩოთი, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.
როცა დაიწყო ნაბეჭდი წიგნების გამოშვება, სათვალე უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდა და მისმა დამზადებამაც უფრო ფართო მასშტაბები მოიპოვა. XVI საუკუნეში სათვალეებს ძირითადად ამზადებდნენ იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში.
1784 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა გამოიგონა ბიფოკალური (ორფოკუსიანი) სათვალე, რომელიც წარმოადგენდა ერთ ჩარჩოში გაერთიანებულ ორ სხვადასხვა ლინზას.
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ეხმარება სათვალე ადამიანს უკეთ დანახვაში, საჭიროა წარმოვიდგინოთ თვალი. თვალს აქვს ბურთის ფორმა, წინა მხარეს ოდნავ გამოზნექილი. ამოზნექილის ცენტრში მდებარეობს თვალის გუგა, რომლის ნახვრეტიდანაც სინათლის შუქი აღწევს თვალის ბნელ სიღრმეში. შუქი გაივლის ბროლში. ბროლი ახდენს შუქის ფოკუსირებას, აძლევს გამოსახულებას საგანს თვალის უკანა მხარეს. აქ არის სინათლის აღმქმელი ბადე, რასაც ბადურას ეძახიან.
ზოგიერთ ადამიანს თვალის კაკალი ოდნავ უკან აქვს, ვიდრე ნორმაა. ზოგს თვალის კაკალი მოკლე აქვთ, ისე, რომ ბროლს არ შეუძლია ფოკუსირების მოხდენა. სათვალე თვალს აძლევს დამატებით ბროლს ლინზის სახით. სათვალე ეხმარება თვალს მარტივად მოახდინოს ფოკუსირება საგანზე და გამოსახულება უმჯობესდება.თანამედროვე მზის სათვალე.
თანამედროვე მზის სათვალე რომელიც აღჭურვილია 1.3 მეგაპიქსელიანი კამერით და Mp3 Player_ით. სათვალე იწონის 45 გრამს და მოყვება 2 Gb_იანი მეხსიერების კარტა და USB კავშირი.
სათვალის გამომშვები კომპანია იუწყება რომ მისი მეხსიერება იტევს 20,000 ფოტოს. სურათის რეზოლუცია 1280×1024(17_იანი მონიტორის ზომა). სათვალეში დამონტაჟებული Mp3 უკრავს WMA და Mp3 ფორმატის ფაილებს. მის ელემენტს შეუძლია შეუჩერებლად დაუკრას მუსიკა 6 საათის განმავლობაში.
გენიალურმა მხატვარმა, მუსიკოსმა, მოქანდაკემ და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელიც თავისი მიგნებებით დღესაც ყველას აოცებს, პირველმა წამოაყენა იდეა კონტაქტური ლინზების თაობაზე. თავის კოდექსში “თვალის შესახებ” მან აღწერა მილი, რომელშიც ორივე მხრიდან ჩამაგრებულია ლინზები, რომელთა შორის ჩასხმულია წყალი და, მისი აზრით, ეს მოწყობილობა უნდა ემსახურებოდეს მხედველობის კორექციას. ლეონარდო და ვინჩის იდეა პრაქტიკაში გამოიყენეს თომას იუნგმა და ჯონ ჰერშელმა. მათ ჰერშელის თვალს დაადეს გამჭვირვალე ჟელეს ფენა, რომლის მეშვეობითაც მისი მხედველობის დეფექტი გამოასწორეს.
სათვალის შესახებ კიდევ ერთ ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კარდინალი, რომელსაც თვალებზე მავთულით გადაბმული ორი ლინზა უკეთია.
საგულისხმოა, რომ ეკლესიამ თავიდან უარყო და შერისხა სათვალე, აგრეთვე მისი გამომგონებელიც, მაგრამ ძალიან მალე შეურიგდა ამ სიახლეს, რადგან სათვალის პოპულარობა ძალზე სწრაფად იზრდებოდა. მე–16 საუკუნეში ევროპას სათვალით ამარაგებდნენ გერმანია და იტალია. 1784 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა გამოიგონა ორმაგშუშიანი სათვალე, ე.წ. ბიდოკალიური, რასაც მოჰყვა ერთლინზიანი სათვალე მონოკლისი და ბინოკლის გამოგონება.
სათვალე–ლორნეტი მასობრივად მზადდებოდა მე–18 საუკუნის 90–იანი წლებიდან, ხოლო მეტნაკლებად სრულყოფილი ლინზები მე–19 საუკუნის 30–იან წლებში გამოუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა თანამედროვე, თითქოსდა უფრო მოსახერხებელი კონტაქტური ლინზები, სათვალე მაინც რჩება მხედველობის კორექციის შეუცვლელ საშუალებად. იგი არ აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, არ უშლის ხელს თვალს, რომ “ისუნთქოს”. კონტაქტური ლინზებისგან განსხვავებით, სათვალე შეგვიძლია ნებისმიერ დროს მოვიხსნათ ან შევცვალოთ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბევრის სახეს ძალიან უხდება შესაფერი ფორმის სათვალე.
უკვე მრავალი საუკუნეა, ადამიანები მზისგან თვალების დაცვას ცდილობენ. მზის სათვალის პირველ კვალს ჩინეთში მივყავართ. დაახლოებით მე–12 საუკუნეში უკვე იყენებდნენ მზის სათვალის მსგავს ნივთს. ჩინელები იღებდნენ მუქ მინერალს, რომლის სახელიც უცნობია, მისგან კი ბრტყელ შუშებს ამზადებდნენ, რომელიც, ასე ვთქვათ, დაბურული იყო. ასეთი სათვალე ალბათ არც ისე კომფორტული გახლდათ. აღსანიშნავია, რომ დაბურულშუშებიან სათვალეს იმჟამინდელი მოსამართლეები თვალების დასამალად იყენებდნენ, რათა სხვებს მათი თვალების გამომეტყველება არ დაენახათ.
ჯეიმს აისკოუჰმა 1752 წელს დაიწყო იმაზე მუშაობა, რომ სათვალის მინები შეეფერა, თუმცა ის სულაც არ ცდილობდა მზისგან დამცავი სათვალის შექმნას. მას ის უფრო აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ლურჯი და მწვანე სათვალიდან დანახული სამყარო, რადგან ეგონა, რომ ასეთ სათვალეს გარკვეული ოფთალმოლოგიური პრობლემების მოხსნა შეეძლო.
მზის სათვალე, როგორსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, 200 წლის წინ საფრანგეთში გამოიგონეს და ნაპოლეონის ჯარისკაცების თვალების დასაცავად იყო განკუთვნილი. მას შემდეგ ტექნოლოგიის სრულყოფა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გრძელდებოდა.
განსაკუთრებულად პოპულარული სათვალე \ საუკუნიდან გახდა. დასაწყისში მას ძირითადად მსახიობები იყენებდნენ, ოღონდ არა – მოდის გამო, არამედ იმიტომ, რომ გადაღებების დროს ძალიან მძლავრი განათება იყო და თვალები უწითლდებოდათ.
ასე რომ, ის, რაც დღეს ჩვენთვის არამარტო მხედველობისთვის აუცილებელი საშუალება, არამედ სუპერმოდური აქსესუარია, სრულიად შემთხვევით შეიქმნა.
იცოდით, რომ დაბურულშუშებიანი სათვალის ტარება პირველად ჩინეთში დაიწყესამ ამბავს მოდასთან არაფერი ჰქონდა საერთო :)XIV საუკუნიდან მოყოლებული, ასწლეულების მანძილზე, ჩინელი მსაჯულები თვალებს დაბურული კვარცის ქვეშ მალავდნენ, რომ სასამართლოზე მათი რეაქციები და ემოციები მათსავე თვალებს არ გაემჟღავნებიათ..XV საუკუნეში იტალიაში ჩინეთიდან შეიტანეს მზერის მაკორექტირებელი დაბურულშუშებიანი სათვალეები.XVIII საუკუნეში დაიწყეს მოლურჯო-მომწვანო შუშებიანი სათვალეების დამზადება, რადგან თვლიდნენ, რომ ასეთი სათვალეები მხედველობის დარღვევებს ასწორებდა..1929 წელს, სემ ფოსტერმა ატლანტიკ სიტიში დააპატენტა და გაყიდა პირველი სათვალე.



The Judical System of Scotland - შოტლანდიის სასამართლო სისტემა

შოტლანდიის სასამართლო სისტემა
·         უზენაესი სასამართლო და მისი დანაყოფები
-         სესიათა სასამართლო
-         სისხლის სამართლის სასამართლო
·         ედინბურგის შერიფთა სასამართლო
·         სპეციალური სასამართლო ტრიბუნალები
შოტლანდიას უზენაესი სასამართლო წარმოადგენს  ამ ქვეყნის უმაღლესს სამართლებრივ ორგანოს, რომელიც  იყოფა ორ შტოდ:
1.      სესიათა სასამართლოდ (Court of Session)
2.      იუსტიციის, იგივე სისხლის სამართლის უზენაესი სასამართლო ( The high court of Justiciary)
სესიათა სასამართლო არის შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების განხილვის ორგანო, რომელიც მდებარეობს ედიმბურგის პარლამენტში. ეს ორგანო წარმოადგენს როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო საქმიანობის ობიექტს.
თავის მხრივ სესიათა სასამართლო იყოფა ორ შიდა(inner house) და გარე(outer house) საინსტაციო პალატად.
საგარეო პალატა (outer house)
შოტლანდიის გარეო პალატა შედგება 22 ლორდის ადგილისაგან, რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ემატემა ნაფიცმსაჯულთა ადგილებიც. პირველი ინსტანციით ამ პალატაში ძირითადად ხდება კომერციული, სამართლებრივი თუ სახელშეკრულებო საკითხებთან დაკავშირებული კანონდარღვევათა საქმეების მოსმენა. რაც შეეხება სააპელაციო საქმეებს ის ეფუძნება ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოს.
საშინაო პალატა (INNER house)
შოტლანდიის საშინაო ინსტანციის პალატა იყოფა ორ თანაბარ სამმართველოდ: პირველ და მეორე ქვედანაყოფებად. ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს ლორდ პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი ლორდ იუსტიციარ- კლერკი.თითოეულ ქვედანაყოფს ოფიციალურად ჰყავს 6 მოსამართლე. თუმცა საქმეებს ძირითადად 3 მოსამართლე ისმენს, მაგრამ  თუკი საქმე რთული და სერიოზულია სასამართლოს შესაძლოა 5მდე მოსამართლეც დაესწროს.

შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს მეორე მნიშვნელოვანი სამართლებრივი შტო გახლავთ  სისხლის სამართლის უზენაესი სასამართლო (the high court of justiciary), რომელიც განიხილავს სერიოზულ კრიმინალურ საქმეებს, როგორიცაა: მკვლელობა თუ გაუპატიურება ან სხვ.სასამართლო შედგება ერთი მოსამართლისა და 15 ნაფიცმსაჯულისაგან.
მოცემული ორგანოს მნიშვნელოვანი ფილიალები მდებარეობს შოტლანდიის დედაქალაქში, ედინბურგში და შოტლანდიის სხვა ქალაქებში როგორიცაა: გლაზგო და აბერდინი.პერიოდული სხდომები მიმდინარეობ 8 სასამართლო ოლქში.ესენია: დანდე(Dundee) დანფერმლაინი( Dunfermline), დუმბარტონი,ინვერნესი,კილმერნოკი,ლივინგტონი,პერსი,პაისლეი.
ამათგან რეგულარული სასამართლო სხდომები წარმოებს ედინბურგის შერიფთა სასამართლოში.
უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობს გენერალური ლორდ იუსტიციარი და ლორდ-კლერკ- იუსტიციარი.
სააპელაციო სასამართლოს საქმეებს ძირითადად ისმენს 3 მოსამართლე, თუმცა სერიოზული დანაშაულის შემთხვევაში დასაშვებია 3-ზე მეტი მოსამართლის ყოფნაც სასამართლო პროცესზე.
ედინბურგის შერიფთა სასამართლო
ედინბურგის შერიფთა სასამართლო ძირითადად ორივე სახის კრიმინალურ და სამოქალაქო საქმეებს განიხილავს და შედარებით დაბალი რანგის სასამართლო ორგანოა.
მნიშვნელოვან კრიმინალურ საქმეებს ისმენს მოსამართლე ნაფიცმსაჯულებთან ერთად, ხოლო შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანს მხოლოდ მოსამართლე.
სამოქალაქო საქმეების მოსმენა მხოლოდ ერთი შერიფის(მოსამართლის) დასწრებითაც ხორციელდება.
შოტლანდიის ყველაზე დაბალი რანგის სასამართლო ორგანოს წარმოადგენს მშვიდობიანი სამართლის სასამართლო (the justice of the peace court),  ამ ორგანოს სტიპენდიანტ მაგისტრატთა სასამართლოსაც ეძხიან, რომელიც გლაზგოში მდებარეობს. მოცემულ სასამართლოს აქვს სხვა ფილიალებიც სწორედ იმ ქალაქებში, სადაც გადანაწილებულია შერიფთა სასამართლო.
2008 წლიდან 2010 წლამდა მოხდა მშვიდობიანი სასამართლოს ფორმირება როგორც საოლქო სასამართლოდ, რომელსაც დღესდღეობით ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს.
სპეციალურ საქმეებთან დაკავშირებით შოტლანდიას აქვს კიდევ ორი სასამართლო:
1.      ლორდ ლიონის სასამართლო, განიხილავს ჰერალდიკასთან დაკავსირებულ საქმეებს
2.      შოტლანდიის მიწათა სასამართლო, რომელიც არეგულირებს კონფლიქტებს ლენდლორდებსა თუ მოიჯარეებს შორის.

2012 წლის 8 ივნისიდან უზენაესი სასამართლოს გენერალური იუსტიციარი - ლორდი გილია, ხოლო ლორდ-იუსტიციარ-კლერკი ლორდ ქარლვეი 2012 წლის 15 აგვისტოდან.
მიუხედავათ იმისა რომ შოტლანდიას სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით(რომელიც შედის ბრიტანეთის გაერთანებული სამეფოს შემადგენლობაში) აქვს საკუთარი სასამართლო, ბრიტანეთი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მისთვის სავალდებულო ხასიათს ატარებს.







 ეკატერინე კვანტალიანი